ლევან და შამი ხერგიანების დარბაზ-მაჩუბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლევან და შამი ხერგიანების დარბაზ-მაჩუბიარქიტექტურული ძეგლი მესტიის მუნიციპალიტეტში.

ნაგებობა სამხრეთისკენ დაქანებულ რელიეფზე დგას, ამიტომაც ჩრდილოეთი კედელი ქუჩის მხარეს მხოლოდ მეორე სართულის დონეზეა გახსნილი, სამხრეთი ეზოსკენ არის მოქცეული და მთლიანად გახსნილია, ხოლო დღესდღეობით დასავლეთი და აღმოსავლეთი ფასადები, რომლებიც ასევე ეზოში გადის ახლად აგებული ნაგებობით არის დაფარული. დარბაზ-მაჩუბი ნაგებია ნატეხი ქვით კირ-დუღაბზე, გადახურვისთვის გამოყენებულია ყავარი. ნაგებობა რამდენიმე წლის წინ გამაგრებული და განახლებულია. სამხრეთით ორი მოზრდილი თაღოვანი ფორმის კარი და ერთი ოთხკუთა ფორმის სარკმელია გაჭრილი. ფასადს ეტყობა გვიანი შეკეთების კვალი, უხეშად არის შელესილი ფასადი და ასევე განახლებულია ქონგური, ხუთი შეწყვილებული თაღი. დასავლეთ ფასადზე, რომლის ნაწილიც საცხოვრებელი სახლით არ არის დაფარული, ნალესობა უხეშად არის დადებული და ოთხკუთა ფორმის გვიანი სარკმელია გაჭრილი. ჩრდილოეთ კედელსაც ეტყობა შეკეთების კვალი, ცემენტის ხსნარით გამაგრებული ნაწილები და გვიან გაჭრილი ოთხკუთხა ფორმის სარკმელი. აღმოსავლეთი ფასადის მხოლოდ ჩრდილოეთი მონაკვეთი აღიქმება, სადაც დარბაზში შესასვლეი კარია გაჭრილი, დანარჩენი გვიანი პერიოდის ნაგებობას აქვს მოცული. ნაგებობის ინტერიერი საკმაოდ მძიმე მდგოამრეობაშია. მაჩუბი გადატიხრულია ორ ნაწილად და ფასადზე ორი მოზრდილი კარიც იმიტომ არის გაჭრილი, ჩრდილოეთი კედელი წყლით არის გაჟღენთილი და წვიმის დროს ინტერიერში წყალი დგება, დანარჩენ კედელბიც დანესტილია და მრვალად არის გამომარილების კვალი. დარბაზის ინტერიერიც ორად არის გადატიხრული, ამ შემთხვევაში ფიცრულით. პირვანდელი იერსახე შედარებით დაკარგული აქვს, ამ მდოგმარეობას ხელს უწყობს გვიანი პერიოდის მინაშენებიც.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38178