ლედისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლედისი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ლედისი ანიბადე იანგი
დაბ. თარიღი 28 მარტი, 1972 (1972-03-28) (52 წლის)
დაბ. ადგილი ახალი ორლეანი[1]
წარმოშობა ახალი ორლეანი, ლუიზიანა, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, ჯაზი, ნეო-სოული
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ავტორი, მსახიობი
აქტიური 1995 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
  • Lesun
  • Verve
  • Listen Back Entertainment
  • BMG
საიტი
ლედისი ვიკისაწყობში

ლედისი ანიბადე იანგი (ინგლ. Ledisi Anibade Young; დ. 28 მარტი, 1972, ახალი ორლეანი, ლუიზიანა, აშშ) — ამერიკელი რიტმ-ენდ-ბლუზისა და ჯაზის მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკალური პროდიუსერი, ავტორი და მსახიობი.

1995 წელს შექმნა ჯგუფი Anibade. მალევე დააარსა თავისი ლეიბლი LeSun Records სუნდრა მენინგთან ერთად. მან გამოუშვა სადებიუტო ალბომი Soulsinger. 2002 წელს ხელახლა გამოუშვა ალბომი, ამჯერად სხვა სახელწოდებით Soulsinger: The Revival Under Tommy Boy Records. მალევე მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეორე ალბომი, Feeling Orange but Once Blue. ნამუშევარმა მოიგო „საუკეთესო ჯაზ-ალბომის" ჯილდო კალიფორნიის მუსიკალურ დაჯილდოებაზე. 2005 წელს ლედისმა ხელი მოაწერა კონტრაქტს Verve Forecast-თან. 2007 წლის 28 აგვისტოს გამოუშვა მესამე ალბომი სახელწოდებით Lost & Found. ნამუშევრის თითქმის 217 000 ასლი გაიყიდა და მიიღო გრემის ორი ნომინაცია. 2008 წელს მუსიკოსმა გამოუშვა საშობაო ალბომი It's Christmas.

2009 წელს გამოვიდა მეოთხე ალბომი Turn Me Loose, რომელმაც მოიპოვა ორი გრემის ნომინაცია. 2011 წელს გამოვიდა მეხუთე ალბომი Pieces of Me. ნამუშევარი ბილბორდ 200-ში მერვე ადგილზე გავიდა. ალბომმა მიიღო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის ნომინაცია გრემის რიგით 54-ე ცერემონიაზე. 2013 წელს მიიღო ნომინაცია საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულების კატეგორიაში 55-ე გრემის დაჯილდოებაზე. 2014 წელს გამოუშვა მეექვსე ალბომი The Truth. ნამუშევარმა კრიტიკოსთა მოწონება დაიმსახურა. მუსიკოსმა ასევე გამოუშვა ალბომები Let Love Rule (2017), The Wild Card (2020) და Ledisi Sings Nina (2021). ლედისმა ჯამში გამოუშვა ათი სტუდიური ალბომი და მიიღო თოთხმეტი გრემის ჯილდოს ნომინაცია.[2]

მუსიკალური კარიერის გარდა, ლედისმა ითამაშა მაჰალია ჯექსონი ფილმებში Selma (2014) და Remember Me: The Mahalia Jackson Story (2022). ასევე გამოჩნდა BET-ის დოკუმენტურ დრამაში American Soul, FX-ის დრამაში Pose და ფილმში Spinning Gold (2023).

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლედისი დაიბადა ახალ ორლეანში და გაიზარდა ოკლენდში, კალიფორნია. რვა წლის ასაკში შეასრულა კომპოზიცია ნიუ ორლეანის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად.[3] მალევე ლედისი გადავიდა ოკლენდში, სადაც სწავლობდა მაკჩესნის საშუალო სკოლაში. მან მოიპოვა დაფინანსება კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს ლედისმა შექმნა ჯგუფი სახელად Anibade. ამ დროს მან გაიცნო მუსიკოსი სუნდრა მენინგი და ჩაწერა ალბომი „Soulsinger". 2000 წლის იანვარში გამოუშვა თავისი პირველი ალბომი თავისი ლეიბლის, LeSun Records-ის ეგიდით.[4] 2002 წელს გამოუშვა მეორე ალბომი Feeling Orange but Some Something Blue. ალბომში შედიოდა სინგლები „Feeling Orange but Something Blue" და „Autumn Leaves". 2003 წელს ლედისმა კალიფორნიის მუსიკალურ დაჯილდოებაზე მოიგო საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის ჯილდო. იმავე წელს ლედისმა ხელახლა გამოუშვა სადებიუტო ალბომი ლეიბლ Tommy Boy Records-ის ეგიდით.

2006 წელს მან ხელი მოაწერა კონტრაქტს Verve-თან და გამოუშვა სინგლი „Blues in the Night". 2007 წლის აგვისტოში გამოვიდა ლედისის მესამე ალბომი Lost & Found.[5] ნამუშევრის წამყვანი სინგლი „Alright" 45-ე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელი რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერების ჩარტში. ალბომის მეორე სინგლი, „In The Morning", 49-ე ადგილზე გავიდა რიტმ-ენდ-ბლუზ სიმღერების ჩარტში.[6] 2007 წლის დეკემბერში ალბომმა დაიმსახურა გრემის ორი ნომინაცია. 2008 წელს მუსიკოსმა დაიწყო ალბომის ტურნე. 2009 წლის იანვრისთვის ნამუშევრის 216,894 ასლი იყო გაყიდული.

2008 წლის სექტემბერში ლედისმა გამოუშვა საშობაო ალბომი It's Christmas. 2009 წელს გამოვიდა მეოთხე ალბომი სახელწოდებით Turn Me Loose.[7] 2010 წელს მუსიკოსმა დაიწყო სამსახიობო კარიერა და გამოვიდა BET-ის ფილმში Blackgirls Rock.

2011 წელს ლედისმა დაასრულა ახალ ალბომზე მუშაობა, სახელწოდებით Pieces of Me. ნამუშევარი გამოვიდა ივნისში. ალბომი მერვე ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. მუსიკოსმა დაწერა თავისი პირველი წიგნი, Better Than Alright, 2012 წელს.[8] 2014-2016 წლებში გამოუშვა ახალი ალბომი სახელწოდებით The Truth და ითამაშა ფილმში Selma.[9] 2017 წელს გამოუშვა ალბომი Let Love Rule.[10] 2017 წლის ნოემბერში მუსიკოსმა მიიღო სამი ნომინაცია გრემის 60-ე დაჯილდოებაზე საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომის, საუკეთესო რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულებისა და საუკეთესო ტრადიციული რიტმ-ენდ-ბლუზ შესრულების კატეგორიებში.

მუსიკოსმა გამოუშვა თავისი მეორე წიგნი „Don't Ever Lose Your Walk: How to Embrace Your Journey“ 2020 წლის 3 იანვარს.[11] 2020 წლის ივნისში დააანონსა მეცხრე სტუდიური ალბომი The Wild Card. ნამუშევარი გამოვიდა 2020 წლის 28 აგვისტოს. 2021 წლის 30 აპრილს მუსიკოსმა გამოუშვა მეათე ალბომი Ledisi Live at The Troubadour.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #135513383 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Ledisi (April 22, 2021).
  3. „The Truth According to Ledisi“. Grammy Awards. April 11, 2014. ციტირების თარიღი: February 7, 2015.
  4. Ledisi, AllMusic
  5. Ledisi – Soul Survivor.
  6. Ledisi | Biography, Albums, Streaming Links en-us. ციტირების თარიღი: 2019-06-26
  7. Ledisi to return in August - hear a sample! (June 19, 2009). ციტირების თარიღი: August 28, 2020
  8. Gentles, Gary. (2012-04-06) Ledisi Announces "BGTY" Headline Tour, Plus New Book en-US. ციტირების თარიღი: 2019-06-26
  9. Hobdy, Dominique (April 25, 2014). „Ledisi to Play Mahalia Jackson in MLK Biopic, 'Selma'. Essence. ციტირების თარიღი: February 10, 2015.
  10. „Ledisi Reveals New Album Title and Release Date“. Billboard. ციტირების თარიღი: 2019-06-26.
  11. Paul, Allen C.. Don't Ever Lose Your Walk: How to Embrace your Journey. ციტირების თარიღი: July 23, 2021