ლაჰორის ტერაქტი (2016)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლაჰორის ტერაქტი (2016)
ინგლ. 2016 Lahore suicide bombing
Gulshan-e-Iqbal Park map.PNG
პარკის რუკა, სადაც ტერაქტი მოხდა
ინფორმაცია ტერაქტზე
მდებარეობა 31°30′59″N 74°17′25″E / 31.51625° ჩ. გ. 74.29032° ა. გ. / 31.51625; 74.29032ლაჰორი
პაკისტანის დროშა პაკისტანი
თარიღი 27 მარტი, 2016
18:30 (UTC+05:00)
სამიზნე ქრისტიანი სამოქალაქო პირები
თავდასხმის ტიპი თვითმკვლელი ტერორისტი
თავდასხმის იარაღები შაჰიდის ქამარი
მსხვერპლი 73 (აქედან 29 ბავშვი)[1]
დაშავდა 340 (უმეტესობის მდგომარეობა კრიტიკულია)[2]
თავდამსხმელები ტერორისტული ორგანიზაცია ჯამაათ-ულ-აჰრარი

ლაჰორის ტერაქტი2016 წლის 27 მარტს გულშან-ი-იქბალის პარკის მთავარ შასასვლელთან მომხდარი ტერაქტი, სადაც არანაკლებ 73 ადამიანი დაიღუპა და 340-ზე მეტი დაშავდა. ტერაქტი ჩაიდინა თვითმკვლელმა ტერორისტმა პაკისტანის ერთ-ერთ უდიდეს პარკში.[3][4] ტერაქტის მიზანი იყო პაკისტანელი ქრისტიანები, რომლებიც აღნიშნავდნენ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. დაზარალებულების უმრავლესობას შეადგენენ ქალები და ბავშვები.[5] პასუხისმგებლობა თავდასხმაზე აიღო ტერორისტულმა ორგანიზაციამ ჯამაათ-ულ-აჰრარიმ, რომელიც შედის პაკისტანის თალიბანის დაჯგუფებაში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პაკისტანის თალიბანი მუშაობს, როგორც ქოლგა სხვადასხვა ისლამისტური ორგანიზაციების დაჯგუფებებისთვის. მათი თავდასხმის აქტიური სამიზნე არის რელიგიური უმცირესობები. ქრისტიანები, რომლებიც შეადგენენ პაკისტანის მოსახლეობის 2%-ს, ხშირად არიან ტერორისტების სამიზნე.[5]

2013 წლის ტერაქტის დროს დაიღუპა 75 ადამიანი.[6][7] 2015 წლის მარტის ტერაქტის დროს, რომელიც მოხდა ლაჰორის ეკლესიაში დაიღუპა 15 ადამიანი.[8] პასუხისმგებლობა ტერაქტზე თალიბანმა აიღო და გააფრთხილა მომდევნო ტერაქტების შესახებ.[8]

პაკისტანის თალიბანის ერთ-ერთ ფრაქციას წარმოადგენს სეპარატისტული ორგანიზაცია ჯამაათ-ულ-აჰრარი, რომელიც გაერთიანდა 2015 წლის მარტში.[5][9][10] ასევე ჯამაათ-ულ-აჰრარიმ განახორციელა 2014 წლის ნოემბერში ვაგაჰის სასაზღვროზე თავდასხმა, სადაც 60-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.[11]

რეაქციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აშშ-ის დროშა აშშ: აშშ-ს ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა ნედ ფასიმ გაავრცელა განცხადება, სადაც დაგმო ტერაქტი.[13]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Carnage on Easter Sunday. The Express Tribune (28 March 2016). წაკითხვის თარიღი: 28 March 2016.
  2. Nation in mourning after suicide blast in Lahore kills 72, including 29 children. The Express Tribune (27 March 2016). წაკითხვის თარიღი: 28 March 2016.
  3. Suicide blast kills at least 72 in Lahore park. The Express Tribune (27 March 2016).
  4. 72 killed, over 300 injured in Lahore suicide blast“, The News, 27 March 2016. წაკითხვის თარიღი: 27 March 2016. 
  5. 5.0 5.1 5.2 Los Angeles Times. (27 March 2016) Taliban says it targeted Christians in a park on Easter Sunday, killing 65. latimes.com.
  6. Orders fresh probe into church attack SC rues poor investigation in sensitive cases | Newspaper. Dawn.Com (2010-12-24). წაკითხვის თარიღი: 2013-02-18.
  7. New York Times: "Suicide Attack at Christian Church in Pakistan Kills Dozens" by ISMAIL KHAN and SALMAN MASOOD 22 September 2013
  8. 8.0 8.1 In Pakistan, Taliban's Easter bombing targets Christians; 67 people killed“, CNN. წაკითხვის თარიღი: 28 March 2016. 
  9. Pakistan Taliban faction announce split, new leader“, Agence France-Presse, 4 September 2014. წაკითხვის თარიღი: 11 November 2014. 
  10. Pakistani splinter group rejoins Taliban amid fears of isolation“, Reuters, 12 March 2015. წაკითხვის თარიღი: 13 March 2015. 
  11. TTP splinter groups claim Wagah attack; 60 dead“. წაკითხვის თარიღი: 19 March 2015. „At least 60 people were killed on Sunday in a blast near the Wagah border, the responsibility of which was claimed separately by the outlawed Jundullah and TTP-affiliated Jamaat-ul-Ahrar outfits“ 
  12. Manila Bulletin. Pakistan suicide blast targeted Christians: Taliban.
  13. 13.0 13.1 13.2 Sophia Saifi, CNN. (27 March 2016) Pakistan bombing: Taliban targets Christians, kills 69 - CNN.com. CNN.
  14. Ana Maria Lazăr. (28 March 2016) Iohannis, despre atentatele din Pakistan: Sunt revoltat de acest act de cruzime.