ლაშქარნივისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაშქარნივისი — სამეურნეო დარგის მოხელე გვიანდელი ფეოდალური საქართველოს სამხედრო უწყებაში. თანამდებობა შემოიღო ერეკლე II-მ XVIII საუკუნის II ნახევარში. ლაშქარნივისს ევალებოდა დაქირავებული ჯარისკაცების, მათი უფროსებისა და მორიგე ლაშქრის მეთაურების აღრიცხვა, მათი მომარაგება და ჯამაგირის გაცემა. ლაშქარნივისის სახელო ადგილების მიხედვით იყო გათვალისწინებული. ძეგლებში მოხსენიებულია „ქალაქისა და სომხით-საბარათაშვილოს ლაშქარნივისობა“, „საქართველოში მყოფ თათართა ლაშქარნივისობა“ და სხვა. სულ ქართლ-კახეთის სამეფოში 6 ლაშქარნივისი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მესხია შ., მასალები ქართლ-კახეთის სამეფოს სამოხელეო წყობის ისტორიისათვის, „მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის“, 1948, ნაკვ. 26;