ლატავრი ჩორჩანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლატავრი ჩორჩანელიVIII ს. დიდი ფეოდალის გიორგი ჩორჩანელის და. მოხსენიებულია „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში“.

დაქორწინებული იყო მირიან ბაჰლაუნდზე. უშვილო გიორგი ჩორჩანელმა მირიანისა და ლატავრის სამ ვაჟს თავისი ვრცელი მამულები დაუტოვა, რაც შემდგომში მათ შორის შუღლის მიზეზი გახდა. მოგვიანებით ლატავრი მონაზვნად აღკვეცილა თეკლას სახელით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 254
  • ბოგვერაძე ა., ქსე, ტ. 3, გვ.165, თბ., 1978