ლას-პარინასი
იერსახე
ლას-პარინასი — გეოლოგიური და კულტურული რეგიონი ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში. მოიცავს უნიკალურ ვულკანურ გეომორფოლოგიას და ადამიანთა დასახლებების საკმაოდ დიდ ისტორიას. დღეისათვის, რეგიონი მეცხოველეობის მსხვილი ცენტრია, სადაც წამყვანია ლამისა და ცხვრის მატყლის წარმოება. [1]
რეგიონი მისი დადასტურებული კულტურული და ბუნებრივი ღირებულებებით, შეყვანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.
ლას-პარინასი მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში შევიდა როგორც შერეული კატეგორიის ძეგლი (კულტურული + ბუნებრივი) 2001 წლის 15 ნოემბერს. [2]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლას-პარინასი - იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრი
- ფოტო დაარქივებული 2011-08-10 საიტზე Wayback Machine.