შინაარსზე გადასვლა

ლაპლასის დემონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაპლასის დემონი — აზრითი ექსპერიმენტი, რომელიც 1814 წელს ფრანგმა მათემატიკოსმა, პიერ-სიმონ ლაპლასმა შემოგვთავაზა, აგრეთვე ექსპერიმენტის მთავარი პერსონაჟი — გამოგონილი მოაზროვნე არსება, რომელსაც დროის ნებისმიერ მომენტში სამყაროს თითოეული ნაწილაკის მდგომარეობისა და სიჩქარის აღქმის შემდეგ გაიგოს მისი ევოლუცია როგორც მომავალში, ისე წარსულში. ლაპლასმა ეს არსება გამოიგონა ჩვენი გაუთვითცნობიერებლობისა და გარესამყაროს ზოგიერთი რეალური პროცესის სტატისტიკური აღწერის აუცილებლობის დონის თვალსაჩინო დემონსტრაციისთვის.

ლაპლასის დემონის პრობლემატიკა დაკავშირებულია არა იმ საკითხთან, შესაძლოა თუ არა მოვლენათა მსვლელობის დეტერმინისტული წინასწარმეტყველება რეალობაში, პრაქტიკაში (de facto), არამედ იმასთან, შესაძლებელია თუ არა ეს ზოგადად, თეორიულად (de jure). სწორედ ასეთი შესაძლობაა ჩადებული მექანიკურ აღწერაში მისთვის დამახასიათებელ დუალიზმთან, რომელიც ეფუძნება დინამიკურ კანონსა და საწყის პირობებს. ის, რომ დინამიკური სისტემის განვითარება მართავს დეტერმინისტულ კანონს, გვაძლევს საშუალებას, განვასხვაოთ ობიექტური ჭეშმარიტება სისტემის შესახებ, თუ როგორი წარმოედგინებოდა იგი ლაპლასის დემონს, ემპირიული შეზღუდვებისგან, რომლებიც განპირობებულია ჩვენი უცოდინრობით.

კლასიკური დინამიკის კონტექსტში დეტერმინისტული აღწერა შეიძლება მიუღწევადი აღმოჩნდეს პრაქტიკაში, მიუხედავად ამისა, იგი რჩება ზღვრად, რომელსაც უნდა შეეთავსოს უფრო მეტად ზუსტი აღწერების თანმიმდევრობა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Порядок из хаоса: Новый диалог человека с природой. Пер. с англ. / Общ. ред. В. И. Аршинова, Ю. Л. Климонтовича, Ю. В. Сачкова. — М.: Прогресс, 1986.— С. 123.