ლანკაშირული ჰილერი
წარმოშობის ქვეყანა | დიდი ბრიტანეთი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||
| |||||||||||||
ძაღლი (Canis lupus familiaris) |
ლანკაშირული ჰილერი (ინგლ. Lancashire Heeler) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XVII საუკუნე/1960-იანი წლებში.
ჰილერები, რომლებიც შინაური ცხოველების გადასარეკად მათ ფეხებში კბენდნენ, ყველგან იყვნენ, სადაც ნახირ ბაზრობებზე მიერეკებოდნენ. ლანკაშირელი ჰილერები XX საუკუნის დასაწყისამდე გაქრნენ. თანამედროვე ჯიში, რომელიც 1960-იან წლებში გაჩნდა, მიიღეს უელშ კორგი პემბროკის და მანჩესტერული ტერიერის შეჯვარების გზით. მექანიზებული ტრანსპორტის გაჩენასთან ერთად ჰილერების ყოლის აუცილებლობა შემცირდა. დიდ ბრიტანეთში გაქრნენ ისეთი ძაღლები, როგორიცაა იორქშირული და ნორფოლკური ჰილერები, დრევერ ქერი და სმიტფილდის ლონდონური კოლი. თანამედროვე ლანკაშირული ჰილერი, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი ჯიშისგან დიდად არ განსხვავდება, იშვიათად გამოიყენება პირვანდელი დანიშნულებით და მისთვის არასოდეს უსწავლებიათ ამგვარად მუშაობა.
ლანკაშირული ჰილერი ცოცხალი ცხოველია და სიხარულით იჭერს ვირთხებს და კურდღლებს. ეს თვისებები მას მონათესავე ტერიერებისგან ერგო. ასევე კარგი კომპანიონია. ლანკაშირული ჰილერის წინა თათები დაფარულია ღია-ყავისფერი ბალნით. სხეულის ზომებთან შედარებით ფეხები მოკლე ჩანს. კუდი ზურგისკენაა დახვეული. დრუნჩზე არსებული ბალანი სხეულის სხვა ნაწილებთან შედარებით უფრო ადრე იცვლის შეფერილობას ასაკის მატებასთან ერთად. მკერდი და მუცელი გრძელი და ღრმაა. ზურგი ძლიერია. უკანა ფეხებზე მუსკულატურა კარგადაა განვითარებული. აქვს დიდი, სუფთა თვალები. ლანკაშირული ჰილერი ადვილად იტანს სიცივეს. ძნელად იწვრთნება. ძნელად ეგუება ბავშვებს. კარგი მოდარაჯეა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ლანკაშირული ჰილერი (ინგლისური)