ლამარა ჟამიერაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლამარა ჟამიერაშვილი
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 23 მაისი, 1932(1932-05-23) (91 წლის)
დაბ. ადგილი თბილისი
ნამუშევრები და მიღწევები
საქმიანობა არქიტექტორი
მოქალაქეობა  სსრკ
 საქართველო

ლამარა ჟამიერაშვილი (დ. 23 მაისი, 1932, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი.

1961 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1964 წელს დაიწყო პროფესიული საქმიანობა. მუშაობდა საქართველოს არქიტექტორთა კავშირში, თბილისის ზონალურ ს/კ, ტიპური და ექსპერიმენტული პროექტირების ინსტიტუტში („თბილზნიიეპი“), საპროექტო-შემოქმედებითი ჯგუფის ხელმძღვანელად. მისი ძირითადი ნამუშევრებია: სანატორიუმის ტიპის პანსიონატების 10 000-ადგილიანი კომპლექსი (1975), 3 000-ადგილიანი პანსიონატი და სპორტული ცენტრი გელენჯიკში (1985), თორმეტსართულიანი საცხოვრებელი სახლები კემეროვოში (1993), ხუთ-რვასართულიანი ორენბურგში (1995) და თექვსმეტსართულიანი ვორონეჟში (1999), ნოვოროსიისკის საზღვაო აკადემიის სასწავლო-სამეცნიერო კორპუსი (1995), 500-ადგილიანი სასტუმრო „გაგრიფში“, 300-ადგილიანი ტურბაზა და 700-ადგილიანი კულტურის სახლი ბაკურიანში, 72-ბინიანი საცხოვრებელი სახლი დიპლომატებისათვის (1996), 300-ადგილიანი სასტუმრო თბილისში (1997). არის ცალკეულ შემოქმედებით კონკურსებზე პრემირებული პროექტების ავტორი. მსოფლიოს არქიტექტორ ქალთა პარიზის საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. მონაწილეობდა მოსკოვისა (1961) და პარიზის (1972) საერთაშორისო გამოფენებში, ბუქარესტის არქიტექტორ ქალთა მსოფლიო კონგრესში (1972).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]