ლამარა მარგველაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლამარა მარგველაშვილი (დ. 7 აგვისტო, 1930, ქ. თბილისი — გ. აგვისტო, 2012) — ქართველი პედაგოგი. საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი. აკაკი წერეთლის სახელობის პრემია (1993), თბილისის საპატიო მოქალაქე (2003)

1947 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე ინგლისური ენის სპეციალობით.

1953 წელს მუშაობა დაიწყო ქუთაისის ქალთა I საშუალო სკოლაში ჯერ ინგლისური ენის მასწავლებლად, 1954 წლიდან — ამავე სკოლის დირექტორის მოადგილედ; 1964 წელს საცხოვრებლად დაბრუნდა თბილისში და მუშაობა გააგრძელა თბილისის 58-ე საშუალო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლად. 1965 წელს დაინიშნა თბილისის 53-ე საშუალო სკოლის დირექტორად, სადაც დაჰყო 2005 წლამდე. შრომითი საქმიანობაა გააგრძელა კერძო სკოლაში „XX საუკუნე“. 1997 წელს საქართველოს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის საკვალიფიკაციო კატეგორია. 1988 წელს მიენიჭა აშშ-ს ჯორჯიის შტატის და ქალაქ ატლანტის საპატიო მოქალაქეობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]