ლავრენტი ჯანიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლავრენტი ჯანიაშვილი
დაბ. თარიღი 19 აპრილი, 1964 (1964-04-19) (59 წლის)
დაბ. ადგილი კინოთი, ზესტაფონი
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები (ჯილდოები და პრემიები)
საიტი საიტი)


ლავრენტი ჯანიაშვილი — (დ. 19 აპრილი, 1964 ) — ისტორიკოსი, ეთნოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, მეცნიერი, პედაგოგი.


ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ზესტაფონის რ-ნის სოფ. კინოთში 1964 წლის 19 აპრილს. 1990 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, 1993 წელს კი — საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურა.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1994 წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის კავკასიის ეთნოლოგიის განყოფილების მეცნიერ-თანამშრომელი (2006 წლიდან მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი). 2007 წლიდან კავკასიის ხალხთა საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გამგეობის თავმჯდომარე. 2012 წლიდან კავკასიის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი. 2017 წლიდან ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (გაუ) მიწვეული პროფესორი. არის 60-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი.

1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე - "სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ყოფა და კულტურა", 2006 წელს კი — სადოქტორო დისერტაცია თემაზე — "1944 წელს სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის ეთნოკულტურული და ეთნოსოციალური პრობლემები".

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საინსტიტუტო სამეცნიერო სესია, მოხსენებების მოკლე შინაარსი, თბილისი, 2004
  • „ისტორიულ-ეთნოგრაფიული ძიებანი“, V, თბ., 2003