ლადო აღნიაშვილის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლადო აღნიაშვილის სახლი — ისტორიული ძეგლი, თარიღდება 1860-1904 წლებით. მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ლ. აღნიაშვილის ქუჩაზე. თარიღდება XIX საუკუნით. შენობა ორსართულიანია. მეორე სართულზე დაცულია საზოგადო მოღვაწის პირადი ნივთები. საცხოვრებელი სახლის ფასადზე მემორიალური დაფაა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში დაიბადა ცნობილი საზოგადო მოღვაწე და პედაგოგი ლადო დიმიტრის ძე აღნიაშვილი 1860-1904 წწ.“

სახლში ამჟამად ცხოვრობენ მისი ნათესავები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]