ლაგუნა-დე-ლეჩე
ლაგუნა-დე-ლეჩე | |
---|---|
![]() ლაგუნა-დე-ლეჩეს სამხრეთი სანაპირო | |
კოორდინატები: 22°12′33″ ჩ. გ. 78°37′17″ დ. გ. / 22.20917° ჩ. გ. 78.62139° დ. გ. | |
მდებარეობა | ![]() |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 1 მ |
სიგრძე | 14 კმ |
სიგანე | 7.7 კმ |
ფართობი | 67,2 კმ² |
ლაგუნა-დე-ლეჩე (ესპ. Laguna de la Leche; ასევე Laguna Grande de Morón, რძის ტბა) — ბუნებრივი წარმოშობის უდიდესი ტბა კუბაში.[1] მდებარეობს სიეგო-დე-ავილის პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში. გარშემო ტერიტორია წყალ-ჭაობიანია. ქალაქ მორონიდან ჩრდილოეთით 5 კილომეტრითაა დაშორებული. ფართობი 67.2 კმ². მაქსიმალური სიგრძე 14 კმ, უდიდესი სიღრმე დაახლოებით 2 მ. ფსკერზე ილექება კირქვა, რაც ხსნის ტბის მოთეთრო შეფერილობას. ზღვის წყლის ბუნებრივი რყევა უარყოფით გავლენას ახდენს ტბის გრუნტის წყლებზე, რომელსაც წყალსატევის ძირიდან ამოაქვს კირის ნაწილაკები პირდაპირ წყალში.[2] 1940 წელს აშენდა არხი, რომელმაც ლაგუნა-დე-ლეჩე დაუკავშირა ბუენა-ვისტას ყურეს.
დროთა განმავლობაში ტბა დაბინძურდა ზღვის წყლით, რასაც მოყვა ტბის თეთრი შეფერილობის დაკარგვა. 1988 წელს არხი ჩაიკეტა.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ↑ (ესპანური) ლაგუნა-დე-ლეჩე/დახასიათება[მკვდარი ბმული]
- ↑ ლაგუნა-დე-ლეჩე. Enyclopædia Britannica. ციტირების თარიღი: 2007-10-12.