ლაგოტო რომანიოლო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლაგოტო რომანიოლო
წარმოშობის ქვეყანა იტალია
თვისებები
წონა 11-16 კგ.
სიმაღლე 41-48 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ლაგოტო რომანიოლო (იტალ. Lagotto Romagnolo) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იტალიაში XV საუკუნეში.

წყლის და იხვზე ნადირობის დიდი მოყვარული, სწრაფი ლაგოტო რომანიოლო იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, შვეიცარიის საზღვართან, რომანიაში გაჩნდა. ძველ დროში (ისევე როგორც ახლა) მას იყენებდნენ წყალში მცურავ ნადირზე სანადიროდ და მიწის ქვეშ ტრიუფელების მოსაძებნად. 1990-იანი წლების დასაწყისში ამ ჯიშის მიმართ გაჩნდა ინტერესი დიდ ბრიტანეთსა და შვედეთში. ამ ქვეყნებში, ასევე, შვეიცარიაში ჯიშის მრავალი წარმომადგენელი ცხოვრობს. აშშ-ში ლაგოტო იშვიათად გვხვდება. ეს ჯიში გარეგნულად „შენიღბულ“ პუდელს, ან ბიშონს ჰგავს, თუმცა კომპაქტური აღნაგობის და სხვადასხვა შეფერილობის ლაგოტო გამჭოლი ხმის პატრონი და აზარტული მონადირეა და წყალში თავს შესანიშნავად გრძნობს.

ლაგოტოს სხვადასხვა მიზნით ამრავლებენ, ზოგი ცდილობს მისი ბუნებრივი, თანდაყოლილი მონადირის თვისებები განამტკიცოს და გააძლიეროს, ზოგიც (მაგალითად, შვედეთში) ცდილობს ძაღლი სამუშაოდაც გამოიყენოს და სახლის ცხოველადაც ჩამოაყალიბოს. ბალნის შეფერილობა და წყალგაუმტარობა შეიძლება მრავალნაირი იყოს — ყავისფრით და ნარინჯისფრით დაწყებული ღია ლიმნისფერით და ჭუჭყიანი თეთრით დამთავრებული (დასაშვებია სხვადასხვა ფერის შეხამებაც).

მუქი ბალანი ასაკის მომატებასთან ერთად ღიავდება. ლაგოტო — ენერგიული, ძლიერი და მხიარული ძაღლია, ის კარგია გასეირნებისთვის, თამაშებისთვის და ღია ცის ქვეშ გართობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ამ ჯიშის გენოფონდი საკმაოდ შეზღუდულია, სერიოზული გენეტიკური დეფექტი ლაგოტოს არ აღენიშნება. ლაგოტოს აქვს მოკლე, ხშირი, ხუჭუჭა ბალანი, გრძელი ფეხები. ის კარგად უძლებს სიცხეს და სიცივეს, ადვილად ეგუება ბავშვებს, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]