კუჯულა კადფიზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქუშანის იმპერატორი კუჯულა კადფიზი ღვთისმოსავი
ქუშანის იმპერია

კუჯულა კადფიზი (ჩინ. 丘就卻, Цзюцзюцю) — ქუშანის სამეფოს პირველი მეფე. მისი მეფობის პერიოდზე მიდის დავა. მეფე კანიშკის პაპა.

ყველაზე გავრცელებული შეხედულებით მისი მეფობა იწყება ჩვ.წ. 20 (ან 30)წლიდან – 80 წლამდე. ცხოვრობდა დაახლოებით 80 წელი. მისი დაბადების წელი აღმიშნულია, როგორც ჩვ.წ. 1 წელი.

თავდაპირველად, ის იყო იუეჩჟის ხუთიდან ერთ–ერთი ტომის (ქუშანი, გუიშუანი) ბელადი. მის საცხოვრებელ ადგილად ითვლებოდა ბეკაბადის შემოგარენი თანამედროვე ტაჯიკეთში. მან დაიმორჩილა დანარჩენი ოთხი ტომი და ამის შემდეგ აიღო მოაწყო ბაქტრიაზე და აიღო მისი დედაქალაქი ლანში (ამჟამად, პატარა ქალაქი შაჰრინაი დედაქალაქ დუშანბედან 45 კმ დასავლეთით) და განმტკიცდა ტრანსოქსანიაში. 47 წელს მან მოიგერია პართელი უფლისწულის აგრესია და მოაწყო ლაშქრობა პართიის მოკავშირე ქვეყნის გაოჰის სამეფოს წინააღმდეგ. (იხილეთ განდჰარა, ამუდარიის სამხრეთ ნაპირი, თანამედროვე ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში.)

სავარაუდოდ, მან შეკრა კავშირი გაოფის მეფე ჰერმეისთან, რომელსაც სურდა პართიის წინააღმდეგ სამთავროების გაერთიანება. კუჯულა დაეხმარა მას შეექმნა დიდი დამოუკიდებელი სამეფო. იმდროინდელ მონეტებზე, ერთ მხარეს ფიგურირებს კუჯულა კადფიზი, როგორც განსაკუთრებული მეთაური მეფე ჰერმეის დროს. ამასთან, ასეთი მონეტები გავრცელებულია მხოლოდ მდინარე ამუდარიის სამხრეთით, რაც ადასტურებს იმას, რომ ჰერმეი აგრძელებდა თავისი დამოუკიდებელი სამეფოს მართვას.

ჰერმეის გარდაცვალების შემდეგ კუჯულამ მოახერხა მისი ტახტის მიერთება.

დაახლოებით 50–დან 70 წლამდე პერიოდში კუჯულამ გაილაშქრა ჩრდილოეთ ინდოეთში მდებარე დიდ სამეფო ცზიბინზე და დაიპყრო იგი.

საკუტარ მონეტებს კუჯულა კადფიზი არ ჭრიდა, მაგრამ ამ დროისთვის დიდი რაოდენობით არის გამოსული სპილენძის მონეტები მეფე სოტერ მეგასის სახელით, რომელიც ჩვენი დროისათვის შემონახულია ათობით ათასი ცალი. მონეტები იმდენად ბევრი იყო, რომ ისინი გამოიყენებოდა ავღანეთში XX საუკუნეშიც კი. კუჯულა კადფიზმა მიითვისა "დიდი განმათავისუფლებლის" ტიტული. მას არ გაურისკავს, ინდური და ბერძნული სამყარო ქუშანელის სახელით ემართა.

ის ტახტზე შეცვალა ვაჟმა, ვიმა კადფიზმა ღრმა სიბერის ასაკში.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]