კრონშტადტის ვლადიმირის ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრონშტადტის ვლადიმირის ტაძარი
კრონშტადტის ვლადიმირის ტაძარი — რუსეთი
კრონშტადტის ვლადიმირის ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°59′54″ ჩ. გ. 29°45′58″ ა. გ. / 59.99833° ჩ. გ. 29.76611° ა. გ. / 59.99833; 29.76611
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა კრონშტადტი, სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801914001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) დავიდ გრიმი
ხუროთმოძღვრული სტილი ნეობიზანტიური
თარიღდება XVIII საუკუნე

კრონშტადტის ვლადიმირის ტაძარი (რუს. Владимирский собор) — მოქმედი მართლმადიდებლური ტაძარი კრონშტადტში. ტაძარი აგებულია 1875-1879 წლებში ნეობიზანტიურ სტილში.

ტაძრის მთავარი საკურთხეველი ნაკურთხია ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, ქვედა ეკლესიის ხატი კვლავ ერთ-ერთი ღვთისმშობლის ხატის სახელზე, სამხრეთისა - ნიკოლოზ კოჩანოვის, ხოლო ჩრდილოეთისა - ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე.

ტაძარი მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველი ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატის სახელობს პირველი ხის ტაძარი კრონშტადტის პოლკის გარნიზონისთვის ააგეს 1730-1735 წლებში[1].

1753 წელს ადრინდელი ტაძრის ადგილზე შემოწირულობებით ვლადიმირისა და მიხაილოვის ქუჩის კუთხეში ააგეს ახალი ტაძარი. 1764 წელს ეკლესიაში მიმდინარეობდა რემონტი. 1798 წლისთვის ეკლესიის კედლები საკმაოდ მოძველებული იყო.

1801 წელს ძველი ეკლესია დაშალეს და ამავე ადგილზე ააგეს ასევე ხის ეკლესია, რომელიც გათვლილი იყო 500 ადამიანზე. ტაძარი ააგეს კრონშტადტის გარნიზონის შემოწირულობებით. აღმოსავლეთით საკურთხევლის მხარეს ამავდროულად მიაშენეს სამლოცველოც.

1825 წელს ეკლესიის სასულიერო პირებისთვის ააშენეს ხის ორსართულიანი სახლი. 1836 წელს ტაძარი გადავიდა სამხედრო უწყების ბალანსზე.

1826 წლის 22 ივლისის ღამით ხანძრის შედეგად განადგურდა სამლოცველო. 1831 წელს მიმდინარეობდა ტაძრის რესტავრაცია.

ხის ტაძარი დაიწვა 1874 წლის 21 ოქტომბერს. მის ადგილზე ააგეს დროებითი ხის ეკლესია. შემდეგში, ქვის ტაძრის მშენებლობასთან დაკავშირებით, იგი დაშალეს. ტაძრის მასალები გამოიყენეს მარინსკის ქვრივთა და ბავშვთა სახლის მშენებლობისათვის.

თანამედროვე ტაძარი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უკვე XIX საუკუნის შუა წლებში ხის ეკლესია 4500 კაციანი გარნიზონისთვის მცირე აღმოჩნდა. კრონშტადტის სამხედრო გუბერნატორმა ვიცე-ადმირალმა კაზკევიჩმა ითხოვა ქვის ეკლესიის მშენებლობის შესახებ და 1873 წლის 2 იანვარს მიიღო კიდეც თანხმობა.

ახალი ეკლესიის მშენებლობისათვის ეკლსიასთან მდებარე ადგილი შეიძინა ვაჭარმა ილინმა 7 050 რუბლად. ახალი ეკლესიის პროექტი შეადგინა დავიდ გრიმმა და მშენებლობა დაიწყო არქიტექტურის აკადემიკოსის ქრისტიან გრეიფანის ხელმძღვანელობით 1875 წელს. საზეიმოდ საფუძვლის ჩაყრა გაიმართა 1875 წლის 8 მაისს.

საბოლოოდ ეკლესიის მშენებლობა დასრულდა 1879 წელს, ხოლო შიდა და გარელ აღჭურვილობა - 1882 წელს. მშენებლობა მიმდინარეობდა ხაზინის ფინანსებით. მშენებლობის სერთო თანხამ შეადგინა 201 687 რუბლი[2].

ტაძრის კურთხევის ცერემეონიალი შედგა ჯერ კიდევ 1880 წლის 7 მარტს. 1888 წლის 25 მაერტს აკურთხეს ქვედა ეგვტერი ღვთისმშობლის ხატის სახელზე. 1908 წლის 22 ნოებერს კი გდოვის ეპისკოპოსმა კირილემ აკურთხა მარჯვენა ეგვტერი ნიკოლოზ კოჩანოვის სახელზე, ხოლო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეგვტერი აკურთხეს 1919 წელს.

1902 წლის 20 სექტემბერს სამხედრო უწყების განკარგულებით ეკლესია ტაძრად გარდაიქმნა.

საბჭოთა ხელისუფლებამ 1931 წლის 16 თებერვალს ტაძარი დახურა. დიდი სამამულო ომის პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა.

1950-იან წლებში ტაძარი სამჯერ ააფეთქეს. მაგრამ აფეთქებები შეწყვიტეს, რადგან მან დაბზარა მეზობელი სახლები. აფეთქებების შედეგად დაინგრა საკურთხეველი და სამრეკლო. შემდგომში ეკლესიის შენობა გაუკაცრიელდა. არსებობდა პროექტი მასში აუზის ან თავლის მოწყობის შესახებ.

2000-2001 წლებში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა კომპანია „Лапин Энтерпрайз“-ის მიერ. 2006 წელს აღდგა ორნამენტები. გარემონტდა შვიდი ფიგურული კომპოზიცია.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის ფასადები შემკულია XVII საუკუნის რუსული არქიტექტურის სტილში, მაგრამ შიდა დაგეგმარება კოპირებულია ადრექრისტიანული ბაზილიკური ეკლესიებიდან და სანტ-აპოლინარე-ნუოვოს ეკლესიიდან, რომელიც აგებულია რავენაში V საუკუნეში.

სამრეკლოს სიმაღლეა 50 მეტრი. ტაძარი გათვლილია 3 000 ადამიანზე. ტაძრის მოხატულობა შესრულებულია ეფრემ გოდუნის ესკიზების მიხედვით. ტაძარში შემონახულია სხვადასხვა სამხედრო ნაწილების დროშები.

ტაძრის მთავარი სიწმინდეა ვლადიმირის ღვთისმშობლის ხატი, რომელიც დაწერილია 1703 წლის 9 ივნისს პეტრე I დიდის განკარგულებით, სპეციალურად კრონშტადტისათვის.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Исакова Е. В., Шкаровский М. В. Храмы Кронштадта. — СПб.: «Паритет», 2005. — С. 88—194. — ISBN 5-93437-192-4.
  • Терехова Ю. Трижды выживший храм // Вода живая: Санкт-Петербургский церковный вестник. — 2007. — № 10.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Шелов А. В. Исторический очерк крепости Кронштадт. — СПб., 1904.
  2. Цитович Г. А. Храмы армии и флота. — Пятигорск, 1913. — С. 94–95.