შინაარსზე გადასვლა

კრისტინ დარდენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინ დარდენი
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1942(1942-09-10)[1] (82 წლის)
დაბ. ადგილი Monroe[2]
მოქალაქეობა  აშშ
ეროვნება აფრო-ამერიკელები[3]
საქმიანობა military flight engineer[4] და მათემატიკოსი
მუშაობის ადგილი Langley Research Center[4]
ალმა-მატერი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი[5] , Virginia State University[6] , Hampton University[7] და Simmons University[2]
ჯილდოები კანდასის პრემია, NCWIT Pioneer in Tech Award[2] და კონგრესის ოქროს მედალი[8]

კრისტინ დარდენი ( დაბ. კრისტინ მანი ; დ. 10 სექტემბერი, 1942, მონრო, ჩრდილოეთ კაროლინა) — ამერიკელი მათემატიკოსი, მონაცემთა ანალიტიკოსი და აერონავტიკის ინჟინერი, რომელმაც თავისი 40-წლიანი კარიერის დიდი ნაწილი მიუძღვნა კვლევას აეროდინამიკის სფეროში NASA- ში, ზებგერითი ფრენების და ბგერითი დარტყმების შესწავლას. მიიღო მაგისტრის ხარისხი მათემატიკაში და ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ვირჯინიის უნივერსიტეტში. 1967 წელს დაიწყო მუშაობა ლენგლის კვლევით ცენტრში. კრისტინი 1983 წელს გახდა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მფლობელი. მან გამოაქვეყნა მრავალი სტატია თავის სფეროში. იყო პირველი აფროამერიკელი ქალი NASA Langley Research Center-ში, რომელმიც დაწინაურდა ფედერალური მთავრობის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე .[9]

კრისტინ დარდენი, როგორც ერთ-ერთი მკვლევარი ქალი, წარმოდგენილია მარგო ლი შეტერლის 2016 წლის წიგნში „დამალული ფიგურები: ამერიკული ოცნება და შავკანიანი მათემატიკოსი ქალების გაუმხელელი ამბავი, რომლებმაც წვლილი შეიტანეს კოსმიური რბოლის მოგებაში.“. წიგნში გადმოცემულია ნასას ზოგიერთი გავლენიანი აფროამერიკელი მათემატიკოსი და ინჟინერი ქალის ისტორიები მე-20 საუკუნის შუა ხანებში. 2019 წელს კრისტინ დარდენი დააჯილდოვეს კონგრესის ოქროს მედლით.

ადრეული ცხოვრება და კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინ მანი დაიბადა 1942 წლის 10 სექტემბერს, სკოლის მასწავლებელ დესმა ლ. ჩანისა და სადაზღვევო აგენტ ნოა ჰორას მანი უფროსის ოჯახში, მონროში, ჩრდილოეთ კაროლინაში. მშობლების წახალისებით გოგონამ ხარისხიანი განათლება მიიღო. [10] სამი წლის ასაკში დედამ მიიყვანა ჯგუფში, სადაც თავად ასწავლიდა, ხოლო ოთხი წლის ასაკში საბავშვო ბაღში გაგზავნეს. დაწყებით სკოლაში კრისტინმა დიდი ინტერესი გამოამჟღავნა მექანიკური ობიექტების, მათ შორის საკუთარი ველოსიპედის დაშლის და აწყობის მიმართ. [11] მომავალმა მეცნიერმა დაწყებითი სკოლის ბოლო ორი წელი გაატარა სკოლა-პანსიონ Allen High School -ში, ეშვილში, ჩრდილოეთ კაროლინაში.

სკოლა დაამთავრა წარჩინებით 1958 წელს, შემდგომში მიიღო სტიპენდია ჰემპტონის უნივერსიტეტში, რომელიც ისტორიულად შავკანიანთა სასწავლო დაწესებულად ითვლებოდა (იმ დროს ცნობილი იყო ჰემპტონის ინსტიტუტის სახელით). ჰემპტონში სწავლისას მონაწილეობა მიიღო სამოქალაქო უფლებების მოძრაობის პირველ საპროტესტო აქციებში შავკანიან თანატოლებთან ერთად. კრისტინ დარდენმა 1962 წელს დაამთავრა ჰემპტონი ბაკალავრის ხარისხით მათემატიკაში. მან ასევე მიიღო სერტიფიკატი, რომელიც ანიჭებდა პედაგოგიური საქმიანობის უფლებას და გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასწავლიდა მათემატიკას საშუალო სკოლაში.

1963 წელს ცოლად გაჰყვა უოლტერ ლ. დარდენ უმცროსს, საშუალო სკოლის მეცნიერების მასწავლებელს. 1965 წელს კრისტინ დარდენი გახდა ვირჯინიის სახელმწიფო კოლეჯის მკვლევარი, სწავლობდა აეროზოლის ფიზიკას. 1967 წელს დაასრულა კოლეჯი მაგისტრის ხარისხით და დაიწყო მუშაობა მათემატიკის პედაგოგად.

იმავე წელს იგი დაიქირავა ნასამ მონაცემთა ანალიტიკოსად ლენგლის კვლევით ცენტრში. დარდენმა დაიწყო მუშაობა „კომპიუტერულ აუზში,“ ახორციელებდა გამოთვლებს ინჟინრებისთვის. წერდა კომპიუტერულ პროგრამებს და პროცესის ავტომატიზაციას ახდენდა.

1973 წელს აერონავტიკაში გადასვლის შემდეგ, დარდენი მისმა უფროსმა ჯონ ბეკერმა დააწინაურა აერონავტიკის ინჟინრად. მისმა ადრეულმა აღმოჩენებმა 1960-იან და 1970-იან წლებში გამოიწვია რევოლუცია აეროდინამიკურ დიზაინში დაბალი სიხშირის ხმის ეფექტებისთვის. 1983 წელს მიიღო დოქტორის ხარისხი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში (NASA-ს მხარდაჭერით) და ცნობილი გახდა თავისი კვლევებით, როგორც „NASA-ს ერთ-ერთი გამორჩეული ექსპერტი ზებგერითი ფრენისა და ბგერითი დარტყმების შესახებ.“ [12]

1989 წელს კრისტინ დარდენი დაინიშნა მაღალი სიჩქარის კვლევის (HSR) პროგრამის შვილობილი კომპანია Sonic Boom - ის ჯგუფის ხელმძღვანელად . ის გახდა პირველი აფროამერიკელი ქალი ლენგლიში, რომელიც დაწინაურდა ფედერალური მთავრობის სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. გუნდში მუშაობდა პროექტებზე, რათა შეემცირებინა ბგერითი დარტყმის ისეთი უარყოფითი შედეგები, როგორიცაა ხმაურით დაბინძურება და ოზონის დაქვეითება . მისმა გუნდმა გამოსცადა ზებგერითი თვითმფრინავის ფრთის და ცხვირის ახალი დიზაინი. ასევე შეიმუშავა კომპიუტერული პროგრამა ბგერითი დარტყების სიმულაციისთვის. [13]

1998 წლის თებერვალში მთავრობამ გააუქმა პროგრამა „ფანატიზმისა და პრესაში განცხადების გარეშე.“ დარდენის მიერ გამოქვეყნებული 1998 წლის აბსტრაქტში აღწერილია ტექნოლოგიებზე ფოკუსირებული პროგრამა, რომლებიც საჭიროა ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მომგებიანი მაღალსიჩქარიანი სამოქალაქო ტრანსპორტის [HSCT] განვითარებისთვის. დარდენმა დაწერა 50-ზე მეტი სტატია აერონავტიკული ინჟინერიის სფეროში, სპეციალიზებულია ზებგერითი ნაკადისა და ფლაპის დიზაინში და ბგერითი ბუმების პროგნოზირებასა და მინიმიზაციაში.

2007 წლის მარტში დარდენი გადადგა NASA-ს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და განათლების ოფისის დირექტორის თანამდებობიდან. [14]

  1. Black Women Scientists in the United StatesIndiana University Press, 1999. — გვ. 75. — ISBN 978-0-253-33603-3
  2. 2.0 2.1 2.2 https://www.ncwit.org/profile/christine-mann-darden
  3. Smith J. C. Notable Black American Women — ტ. 3.
  4. 4.0 4.1 Black Women Scientists in the United StatesIndiana University Press, 1999. — გვ. 74. — ISBN 978-0-253-33603-3
  5. Black Women Scientists in the United StatesIndiana University Press, 1999. — გვ. 78. — ISBN 978-0-253-33603-3
  6. Black Women Scientists in the United StatesIndiana University Press, 1999. — გვ. 77. — ISBN 978-0-253-33603-3
  7. Black Women Scientists in the United StatesIndiana University Press, 1999. — გვ. 76. — ISBN 978-0-253-33603-3
  8. https://www.congress.gov/bill/116th-congress/house-bill/1396?q=%7B%22search%22%3A%5B%22hr1396%22%5D%7D&r=1&s=1
  9. Hidden Figures: The American Dream and the Untold Story of the Black Women Mathematicians Who Helped Win the Space Race. ISBN 9780062363596. 
  10. NASA - Standing on the Shoulders of a Computer. ციტირების თარიღი: 2016-09-09
  11. Distinguished African American Scientists of the 20th Century. 
  12. Atkinson. (2015-08-24) From Computers to Leaders: Women at NASA Langley. NASA Langley. ციტირების თარიღი: 2016-09-09
  13. Oakes, Elizabeth. International Encyclopedia of Women Scientists. New York: Facts on File, გვ. 81–82. ISBN 0-8160-4381-7. 
  14. „More Than 40 Take the Buyout, Retire“. The Researcher News. 2007-04-04. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-12-07. ციტირების თარიღი: 2016-09-08.