კრისტინა მილიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინა მილიანი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 26 სექტემბერი, 1981 (1981-09-26) (42 წლის)
დაბ. ადგილი Jersey City[1]
წარმოშობა ჯერსი-სიტი, ნიუ-ჯერსი, აშშ
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, მსახიობი
აქტიური 1996 - დღემდე
ლეიბლ(ებ)ი
საიტი christinamilian.com
კრისტინა მილიანი ვიკისაწყობში

კრისტინა მილიანი (ინგლ. Christina Milian; დ. 26 სექტემბერი, 1981, ჯერსი-სიტი, ნიუ-ჯერსი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. დაიბადა ჯერსი სიტიში და გაიზარდა მერილენდში. 19 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Murder Inc. Records. 2001 წელს მილიანმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი. ნამუშევრიდან გამოუშვა სინგლები „AM to PM" და „When You Look At Me". „AM to PM" მოხვდა აშშ-ს ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 40-ში. 2003 წელს დაწერა სიმღერა „Call Me, Beep Me!", Disney Channel-ის ანიმაციური სერიალისთვის Kim Possible. 2004 წელს გამოუშვა თავისი მეორე სტუდიური ალბომი „It's About Time“. ალბომის პირველი სინგლი „Dip It Low" მეხუთე ადგილზე გავიდა ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში. მუსიკოსმა ასევე გამოუშვა მეორე სინგლი „Whatever U Want". ორივე სინგლი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის ტოპ 10-ში.

2006 წელს გამოუშვა მესამე სტუდიური ალბომი So Amazin'. სინგლი „Say I" ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 30-ში მოხვდა. ალბომის გამოსვლიდან ერთ თვეში მილიანმა დატოვა ლეიბლი Island Records. 2009 წელს ხელი მოაწერა ლეიბლთან Interscope Records. სინგლი „Us Against the World" გამოვიდა 2008 წლის ოქტომბერში.

მუსიკალური კარიერის გარდა, მილიანმა 2003 წელს ითამაშა ფილმში Love Don't Cost a Thing. ასევე გამოჩნდა 2006 წლის საშინელებათა ფილმში Pulse. მილიანმა ასევე ითამაშა 2010 წლის ფილმში Family Original Movie Christmas Cupid, ეშლი ბენსონსა და ჩად მაიკლ მარისთან ერთად. 2015 წლიდან 2016 წლამდე გამოდიოდა სიტკომში Grandfathered. მუსიკოსს აქვს დესერტების ქსელი Beignet Box ლოს-ანჯელესში.

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა მილიანი დაიბადა ჯერსი-სიტიში, ნიუ-ჯერსი. გაიზარდა ვალდორფში, მერილენდში. პატარაობაში ოცნებობდა მსახიობობაზე. 13 წლის ასაკში მშობლებთან ერთად ლოს-ანჯელესში გადავიდა საცხოვრებლად. მილიანმა იქ გაიცნო პროდიუსერი როდნი ჯერკინსი. სწორედ ამ დროს დაიწყო მუსიკის წერა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა მილიანი ცნობილი გახდა 2000-იანი წლების დასაწყისში. 2000 წელს გამოუშვა კოლაბორაციული ნამუშევარი რეპერ ჯეი როულთან ერთად, სახელწოდებით „Between Me and You".[2] ნამუშევარი ბილბორდის ცხელი ასეულში მე-11 ადგილზე გავიდა, ხოლო ბრიტანეთის სინგლების ჩარტში ტოპ 30-ში მოხვდა. მილიანმა დაწერა სიმღერა „Play" ჯენიფერ ლოპესის ალბომისთვის J. Lo (2001).[3] 19 წლის ასაკში ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Murder Inc. Records. 2001 წელს გამოვიდა მისი სადებიუტო ალბომი. ის გამოვიდა 2001 წლის 9 ოქტომბერს დიდ ბრიტანეთში.[4] ნამუშევარმა დაიკავა 23-ე ადგილი და გაიყიდა სულ 101,986 ეგზემპლარი. ალბომმა ნიდერლანდებში 36-ე ადგილი, ხოლო შვედეთში 98-ე ადგილი დაიკავა. ალბომი ამერიკის შეერთებულ შტატებში არ გამოსულა 11 სექტემბრის ტერაქტის გამო.[5] მუსიკოსმა გამოუშვა ორი სინგლი „AM to PM" და „When You Look at Me".

მილიანი 2016 წელს

მილიანის მეორე ალბომი, „It's About Time", გამოვიდა 2004 წელს.[6] ალბომის სინგლი „Dip It Low" ბილბორდის ცხელი ასეულის ტოპ 5-ში მოხვდა. მიუხედავად იმისა, რომ ალბომმა კარგი შეფასებები ვერ დაიმსახურა კრიტიკოსებისგან, ის წარდგენილი იყო გრემის ჯილდოზე ნომინაციაში „საუკეთესო თანამედროვე რიტმ-ენდ-ბლუზ ალბომი“. 2006 წელს მილიანმა გამოუშვა თავისი მესამე ალბომი, „So Amazin'".[7] ალბომი მე-11 ადგილზე გავიდა ბილბორდ 200-ში. წამყვანი სინგლი, „Say I", მეოთხე ადგილზე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს სინგლების ჩარტში. ამ პერიოდში მან ითამაშა ფილმებში „Love Don't Cost a Thing", „Be Cool" და „Pulse".[8][9]

2006 წელს მუსიკოსმა დატოვა ლეიბლი Island Def Jam Music Group. შემდეგ ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან MySpace Records (Interscope Records).[10] იგი თანამშრომლობდა სხვადასხვა პროდიუსერებთან, როგორიცაა Cool & Dre, J. R. Rotem და T-Pain. 2012 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან Young Money Entertainment და გამოუშვა სინგლი „Mr. Valentine".[11] ამ პერიოდში გამოჩნდა ABC Family-ის საშობაო ფილმში „Snowglobe" და რეალით შოუში „Christina Milian Turned Up", რომელიც ეთერში 2015 წლიდან 2016 წლამდე გადიოდა.[12] 2016 წელს ჩაწერა სიმღერა MC Harvey-თან ერთად, სახელწოდებით „We Own the Night".[13] 2017 წელს ის იყო ჟიურის წევრი Fox-ის შოუში „Superhuman".[14][15][16][17] 2019 წელს ითამაშა Netflix-ის ფილმში „Falling Inn Love".[18]

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Christina Milian (2001)
  • It's About Time (2004)
  • So Amazin' (2006)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #135256887 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Christina Milian. MTV. ციტირების თარიღი: February 24, 2008
  3. Christina Milian. MTV. ციტირების თარიღი: February 24, 2008
  4. Christina Milian: Christina Milian: Music. ციტირების თარიღი: August 17, 2008
  5. Antlfinger, Carrie. (September 19, 2004) Christina Milian has her eyes on a Grammy and an Oscar. Herald Mail. ციტირების თარიღი: December 10, 2023
  6. „Discography  – Christina Milian  – It's About Time. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 17, 2013. ციტირების თარიღი: October 4, 2008.
  7. „Billboard.com  – Discography  – Christina Milian  – So Amazin'. Billboard. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 17, 2013. ციტირების თარიღი: June 27, 2008.
  8. Mohr, Ian (June 2, 2005). „Milian gets Pulse up at Weinstein Co“. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 5, 2013. ციტირების თარიღი: July 29, 2008.
  9. „Jace Hall, Ep 2: Christina Milian and the T-Rex!“. The Jace Hall Show. სეზონი 1. ეპიზოდი 2. June 12, 2008.
  10. Concepcion, Mariel (September 19, 2008). „Exclusive: Milian Signs With MySpace Records“. Billboard. ციტირების თარიღი: September 20, 2008.
  11. Christina Milian - Mr. Valentine (NEW SONG 2012)Download Link||KatunariGangsta.BlogSpot.Com. YouTube (February 13, 2012). ციტირების თარიღი: April 6, 2012
  12. Christina Milian Turned Up. E! Online.
  13. Harvey x Christina Milian x DJ Blinkie [Own the night].
  14. „Christina Milian On 'Superhuman' Season Finale, Loving Cardi B & Embracing Your Superpower“. Vibe. July 31, 2017. ციტირების თარიღი: September 21, 2017.
  15. FREEMAN, THOMAS (July 28, 2017). „WHAT A BEAUTIFUL GIRL WANTS: CHRISTINA MILIAN“. Maxim. ციტირების თარიღი: September 21, 2017.
  16. Scoop: SUPERHUMAN – Series Premiere on FOX – Monday, June 12, 2017 (June 12, 2017). ციტირების თარიღი: September 21, 2017
  17. CHRISTINA MILIAN, MIKE TYSON SUPERHUMAN. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2017. ციტატა: „SUPERHUMAN premieres Monday June 12 at 9:00–10:00 PM ET/PT. Hosted by actor Kal Penn, and featuring panelists Mike Tyson, Christina Milian and Dr. Rahul Jandial, this jaw-dropping series of one-hour episodes tests the abilities of ordinary people to use their extraordinary skills to win a $50,000 grand prize.“ ციტირების თარიღი: September 21, 2017
  18. Falling Inn Love. ციტირების თარიღი: March 21, 2020