კრისტინა კუპერბერგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრისტინა კუპერბერგი
პოლ. Krystyna Kuperberg
დაბ. თარიღი 17 ივლისი, 1944(1944-07-17)[1] (79 წლის)
დაბ. ადგილი ტარნუვი
მოქალაქეობა  პოლონეთი
 აშშ
საქმიანობა მათემატიკოსი[2] , ტოპოლოგი და უნივერსიტეტის პროფესორი
მუშაობის ადგილი ნიუ-იორკის უნივერსიტეტი და Auburn University
ალმა-მატერი ვარშავის უნივერსიტეტი და რაისის უნივერსიტეტი
ჯილდოები Fellow of the American Mathematical Society[3] [4]

კრისტინა კუპერბერგი ( პოლ. Krystyna Kuperberg, დ. 17 ივლისი, 1944, ტარნუვის გენერალური გუბერნია, სამხრეთ პოლონეთი) — პოლონური წარმოშობის ამერიკელი მათემატიკოსი, ალაბამას შტატში, ქ. ობერნში ამერიკის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტის მათემატიკის პროფესორი. [5]

ადრეული წლები და ოჯახი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მისი მშობლები იან ვ. და ბარბარა ხ. ტრიბულეცები იყვნენ ფარმაცევტები. ისინი დაკავებულები იყვნენ სააფთიაქო ბიზნესით ქალაქ ტარნუვში . კრისტინას უფროსი ძმა იყო მათემატიკოსი ანჟეი ტრიბულეცი. მისი მეუღლე ვლოზიმეჟ კუპერბერგი და ვაჟი გტეგ კუპერბერგი ასევე პროფესორები არიან მათემატიკის დარგში, ხოლო ქალიშვილი — ანა კუპერბერგი ფოტოგრაფია. [6]

განათლება და კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა კუპერბერგმა დაწყებითი განათლება მიიღო გდანსკის საშუალო სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1962 წელს. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ჩაირიცხა ვარშავის უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე. პირველ კურსზე მისი ლექტორი იყო ანჟეი მოსტოვსკი. კრისტინა მოგვიანებით დაინტერესდა ტოპოლოგიით, ვინაიდან ხშირად ესწრებოდა კაროლ ბორსუკის ლექციებს ტოპოლოგიაზე, რამაც დიდი გავლენა მოახდინა მომავალი მეცნიერის არჩევანზე. [7]

ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ კრისტინა კუპერბერგმა სწავლა გააგრძელა ასპირანტურაში ვარშავაში, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო კაროლ ბორსუკი, თუმცა მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ სწავლა აღარ გაუგრძელებია პოლონეთში. 1969 წელს დატოვა პოლონეთი და თავის ახალგაზრდა ოჯახთან ერთად საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა, შემდეგ კი 1972 წელს გაემგზავრა ამერიკის შეერთებულ შტატებში. [5] [7] კრისტინამ დაიცვა სადოქტორო დისერტაცია 1974 წელს რაისის უნივერსიტეტში უილიამ ჟაკოს ხელმძღვანელობით. იმავე წელს ის და მისი მეუღლე დანიშნეს ობერნის უნივერსიტეტში ლექტორებად. [7] 1996 წლიდან 1998 წლამდე კუპერბერგი იყო ამერიკის შეერთებული შტატების მათემატიკური საზოგადოების საბჭოს წევრი. [8]

წვლილი მეცნიერებაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კრისტინა კუპერბერგმა 1987 წელს გადაჭრა ბრონისლავ კნასტერის პრობლემა კონტინიუმების ბიოჰომოგენურობის შესახებ. 1980-იან წლებში იგი დაინტერესდა დინამიური სისტემების ფიქსირებული წერტილებითა და ტოპოლოგიური ასპექტებით. 1989 წელს კუპერბერგმა და კოუკ რიდმა გადაჭრეს სტენ ულამის მიერ "შოტლანდიურ წიგნში" დასმული პრობლემა. [9] ამ პრობლემის გადაჭრას მოჰყვა მისი 1993 წლის ნაშრომი, წარმოადგინა საიფერტის ვარაუდის კონტრმაგალითი. [5] [7] მას შემდეგ აგრძელებს მუშაობას დინამიურ სისტემებში.

აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1995 წელს კრისტინა კუპერბერგმა მიიღო ალფრედ იურზიკოვსკის პრემია კოსტიუშკოს ფონდისგან. მისი ლექციების კურსიდან აღსანიშნავია ამერიკის მათემატიკური საზოგადოების პლენარულ ლექცია 1995 წლის მარტში, ამერიკის მათემატიკური ასოციაციის პლენარული ლექცია 1996 წლის იანვარში და 1998 წელს მათემატიკის საერთაშორისო კონგრესზე მიწვეული მომხსენებლის რანგში გაკეთებული მოხსენება. 2012 წელს იგი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების მათემატიკური საზოგადოების წევრი. [10]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MacTutor History of Mathematics archive — 1994.
  2. https://mrr.centre-mersenne.org/page/editorial-team_en/
  3. http://www.ams.org/fellows_by_year.cgi?year=2013
  4. http://www.ams.org/news?news_id=1680
  5. 5.0 5.1 5.2 "Krystyna Kuperberg", Biographies of Women Mathematicians, Колледж Агнес Скотт [Agnes Scott College; Agnes Scott College], retrieved 2014-06-24
  6. Featured photographer: Anna Kuperberg, Wedding Photojournalist Association, retrieved 2014-06-24.
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 ჯონ ჯ. ო’კონორი და ედმუნდ ფ. რობერტსონი. კრისტინა კუპერბერგი (ინგლისური) — ბიოგრაფია არქივში MacTutor.
  8. AMS Committees en. ციტირების თარიღი: 2023-03-29
  9. A Dynamical System on R3 with Uniformly Bounded Trajectories and No Compact Trajectories, August 1989, retrieved 2015-11-11.
  10. List of Fellows of the American Mathematical Society, retrieved 2013-01-27.