შინაარსზე გადასვლა

კრეატინფოსფორმჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრეატინფოსფორმჟავა
კრეატინფოსფორმჟავა: ქიმიური ფორმულა
კრეატინფოსფორმჟავა: მოლეკულის ხედი
ზოგადი
ქიმიური ფორმულა
მოლური მასა211.11 /მოლი
კლასიფიკაცია
CAS 67-07-2
PubChem587
SMILES
  • OC(CN(C)C(N)=NP(O)(O)=O)=O

კრეატინფოსფორმჟავა, კრეატინფოსფატი, ფოსფოკრეატინიკრეატინის ფოსფორილების პროდუქტი. მდიდარია ენერგიით, რომელიც კუნთის შეკუმშვის ერთ-ერთი წყაროა. ენერგია გამოიყოფა ადვილად შექცევადი რეაქციის შედეგად: კრეატინფოსფორმჟავა+ადფ→კრეატინი+ატფ. რეაქცია კატალიზდება კრეატინკინაზით. ქსოვილებში ატფ-ის შემცირების დროს კრეატინფოსფორმჟავა იშლება, ხოლო გადიდებისას ხდება მისი სინთეზი. ამგვარად კრეატინფოსფორმჟავა წყაროა ენერგიით მდიდარი ფოსფატისა, რომელიც ატფ-ის შექმნაზე იხარჯება. ქსოვილებში კრეატინფოსფორმჟავა იშლება არაორგანულ ფოსფატად და კრეატინინად, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]