კრასნოდარის დიდმოწამე ეკატერინეს საკათედრო ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კრასნოდარის დიდმოწამე ეკატერინეს საკათედრო ტაძარი
კრასნოდარის დიდმოწამე ეკატერინეს საკათედრო ტაძარი — რუსეთი
კრასნოდარის დიდმოწამე ეკატერინეს საკათედრო ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 45°01′14″ ჩ. გ. 38°58′28″ ა. გ. / 45.02056° ჩ. გ. 38.97444° ა. გ. / 45.02056; 38.97444
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია კრასნოდარის მხარე
ადგილმდებარეობა კრასნოდარი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 2300132000
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ივან მალგერბი
თარიღდება 1900-1914

კრასნოდარის დიდმოწამე ეკატერინეს საკათედრო ტაძარი (რუს. Екатерининский собор) — საკათედრო მართლმადიდებლური ტაძარი კრასნოდარში.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს ეკატერინოდარის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრის აგება გადაწყვიტეს 1889 წლის 17 ოქტომბერს - ზუსტად ერთი წლის შემდეგ იმპერატორის მატარებლის ავარიისაგან, რომელსაც საიმპერატორო სახლის ყველა წევრი ცოცხალი გადაურჩა. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე იმპერატორი ალექსანდრე III ცოლთან და შვილებთან ერთად სტუმრობდა ეკატერინოდარს. იმპერატორის ოჯახის სიკვდილისაგან ხსნის აღსანიშნავად გადაწყვიტეს ეკატერინოდარში აეშენებინათ ტაძარი. მთავარი საკურთხეველი უნდა ყოფილიყო ნაკურთხი დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე ხოლო დანარჩენი იმპერატორის ოჯახის წევრების (მარია, ნიკოლოზი, გიორგი, მიხეილი, ქსენია და ოლღა) ზეციური მფარვლების სახელზე.

ეკლესიას საფუძველი ჩაუყარეს 1900 წლის 23 აპრილს ეკატერინეს მოედანზე, სადაც ამ დროისათვის მდებარეობდა უკვე მოძველებული წმინდა ეკატერინეს სახელობის ხის ეკლესია, რომელიც აგებული იყო 1814 წელს. პროექტზე მუშაობდა ადგილობრივი არქიტექტორი ივან მალგერბი. ტაძრის მშენებლობა ფინანსების არქონის გამო დროდადრო ჩერდებოდა. საბოლოოდ, 1914 წლის 24 მარტს ეკატერინოდარის ქალაქის თავის მიხეილ სკვორიკოვის აქტიური მონაწილეობით ტაძრის მშენებლობა დასრულდა და შედგა მთავარი საკურთხევლის საზეიმო კურთხევა.

სამოქალაქო ომის წლებში ეკატერინეს ტაძრის განსასვენებელში დაასაფლავეს თეთრგვარდიელთა მოძრაობის აქტიური მონაწილეები: გენერალი მიხეილ ალექსეევი, პოლკოვნიკი დიმიტრი მიონჩინსკი და გენერალ-ლეიტენანტი ნიკოლოზ ტიმანოვსკი.

1922 წელს ტაძარი ობნოვლენცების ხელში გადავიდა. ამავე წელს მოშიმშილე ვოლგისპირელებმა გაძარცვეს. 1930-იანი წლებისათვის ტაძარი მოამზადეს ასაფეთქებლად, რათა აგური გამოეყენებინათ. არქიტექტორმა მალგერბემ მოახერხა ეკლესიის განადგურების კომისიის განზრახვის შეცვლა.

1934 წლის 26 ივნისს ობნოვლენცებმა განაცხადეს, რომ მრევლის სიმცირის გამო მათი თემი დაიშალა. ტაძარს გამოიყენებდნენ საწყობად. სამრეკლო მოხსნეს.

ღვთისმსახურება ტაძარში აღსდგა 1942 წელს გერმანელთა მიერ კრასნოდარის ოკუპაციის პერიოდში, მაგრამ ამავდროულად აქ განთავსებული იყო საწყობიც. სრული დატვირთვით ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა 1944 წელს, ქალაქის გერმანელებისაგან გათავისუფლების შემდეგ, მაგრამ ეგვტერების სახელწოდება შეიცვალა და ეწოდა ღვთისმშობლის მიძინებს, აღდგომის, ხარების, წმინდა სერგისა და ბარბარეს სახელები. მთავარმა საკურთხეველმა შეინარჩუნა ეკატერინეს სახელი.

1988 წელს რუსეთის გაქრისტიანების 1 000 წლისთავთან დაკავშირებით ეკატერინე სახელობის ეკლესიას რემონტი ჩაუტარდა. ამავე წელს მრავალი წლის შემდეგ პირველად გაისმა ეკლესიის ზარის ხმაც.

2011-2012 წლებში მიმდინარეობდა ტაძრის მთავარი გუმბათის აღდგენითი სამუშაოები მისი გუმბათი ოქროფურცლით მოაპირკეთეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]