კოულუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
რეგიონი
კოულუნი
Kowloon
九龍
1 hong kong aerial panorama night 2011.JPG
ქვეყანა ჩინეთის დროშა ჩინეთი
რეგიონი ჰონგ-კონგი
კოორდინატები 22°19′00″ ჩ. გ. 114°11′00″ ა. გ. / 22.31667° ჩ. გ. 114.18333° ა. გ. / 22.31667; 114.18333
ფართობი 47 კმ²
მოსახლეობა 2 108 419 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 43 033 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+8
300
300
300
300

კოულუნი (ინგლ. Kowloon, ჩინ. 九龍) — რეგიონი ჰონგ-კონგში, რომელიც მოიცავს კოულუნის ნახევარკუნძულსა და ახალ კოულუნს. აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ლეი-იუე-მუნის სრუტე, დასავლეთიდან - მეი-ფუ-სუნ-ჩუენი და კუნძული სტოუნკატერზი, ჩრდილოეთიდან - ქედი, მათ შორის ტაი-ლო-შანი და ლომის კლდე, ხოლო სამხრეთიდან ვიქტორიას ნავსადგური. 2006 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 2 019 533 კაცს შეადგენს, ხოლო სიმჭიდროვე 43 033 კაცი/კმ²-ზე. ნახევარკუნძულის ფართობი დაახლოებით 47 კმ²-ია. კუნძულ ჰონგ-კონგთან ერთად მისი მოსახლეობა მთელი ჰონგ-კონგის მოსახლეობის 48%-ს შეადგენს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელწოდება კოულუნი წარმოშობილია ტერმინიდან ცხრა დრაკონი, რომელიც შეესაბამება რვა მთასა და ჩინეთის იმპერატორს: კოულუნის პიკი, ტუნგ-შანი, ტაი-ლო-შანი, ტაძრის მთა, მარტორქის ქედი, ლომის კლდე, პატ-კა-შანი, ყვავის ბუდე და იმპერატორი ჟაო ბინგი[1].

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის მდგომარეობით, კოულუნში 2 108 419 კაცი ცხოვრობს[2]. კოულუნის მცხოვრებთა 94.2% ეთიკურად ჩინელია. ეთნიკური უმცირესობები წარმოდგენილია შემდეგი ჯგუფებით: ინდონეზიელები (1.8%), ფილიპინელები (1.5%), ინდოელები (0.5%), ნეპალელები (0.4%) და თეთრკანიანები (0.3%)[2]. კოულუნის მცხოვრებთა 86% კანტონურ ენაზე საუბრობს, 2.3% ინგლისურად, ხოლო 1.2% კი მანდარინზე[2].

დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოულუნი მოიცავს ჰონგკონგის შემდეგ დასახლებებს:

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოულუნი მოიცავს შემდეგ რაიონებს:

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოულუნი მოიცავს ჰონგ-კონგის საკანონმდებლო საბჭოს ორ საარჩევნო გეოგრაფიულ ოლქს:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Fallon, Steve. (2006) Hong Kong and Macau. Lonely Planet Publishing. ISBN 981-258-246-0
  2. 2.0 2.1 2.2 District Profiles, Hong Kong Census, 2011, http://www.census2011.gov.hk/en/district-profiles.html. წაკითხვის თარიღი: 27 September 2013