ჰონგ-კონგი (კუნძული)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰონგ-კონგი
მშობ. სახელი: 香港島 / Hong Kong Island
Hong Kong Island Skyline 201108.jpg
კუნძულ ჰონგ-კონგის ხედი ნორთ-პოინტიდან, შებინდებისას.
გეოგრაფია
Hong Kong HK Island.svg
მდებარეობა
ჰონგ-კონგში
მდებარეობა სამხრეთი ჩინეთი
ფართობი 78.59 კმ²
უმაღლესი წერტილი 573.3 მ
ვიქტორიას პიკი
ქვეყანა
ჰონგ-კონგი
აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლიან ჯენინი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1,289,500 (2008)
სიმჭიდროვე 16,390 კაცი /კმ²
ეთნიკური ჯგუფები ჩინელები 88.5%, ფილიპინელები 4%, ინდონეზიელები 2.4%, თეთრები 2.4%

ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong Island; ჩინ. 香港島) — კუნძული ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სამხრეთ ნაწილში. 2008 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 1 289 500 კაცს შეადგენდა[1], ხოლო სიმჭიდროვე 16 390 ადამიანს კმ²-ზე[2]. პირველი ოპიუმის ომის დროს როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ კუნძულის ოკუპაცია მოახდინა, მასზე მხოლოდ 3000 კაცი ცხოვრობდა და რამდენიმე მეთევზეთა სოფლისგან შედგებოდა. კუნძული გაერთიანებულ სამეფოს ოფიციალურად, 1842 წელს ნანკინის ხელშეკრულებით უვადოდ გადაეცა და დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად ქალაქი ვიქტორია დაარსდა.

კუნძულის ცენტრალური ტერიტორია წარმოადგენს ჰონგ-კონგის ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს. კუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო ქმნის ვიქტორიას ნავსადგურის სამხრეთ ნაპირს, რომელსაც ღრმაწყლიანობის გამო უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰონგ-კონგის განვითარებაში.

კუნძულზე მდებარეობს ჰონგ-კონგის უამრავი ღირსშესანიშნაობა, რომელთა შორისაა ვიქტორიას პიკი, Ocean Park, მრავალი ისტორიული ადგილი და უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები. კუნძულის მთიანი ნაწილი ასევე განთქმულია საფეხმავლო ტურიზმით. კუნძულ ჰონგ-კონგის ჩრდილოეთი ნაწილი კოულუნთან ერთად ქმნის ჰონგ-კონგის ურბანული ზონის ბირთვს. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 88.3 კმ²-ია, ხოლო საერთო მოსახლეობა (კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი და კოულუნი) დაახლოებით 3 156 500 კაცი. მიახლოებითი სიმჭიდროვე შეადგენს 35 700 კაცს/კმ²-ზე.

ადგილობრივები კუნძულს ხშირად „ჰონგ-კონგის მხარეს“ ან „კუნძულის მხარეს“ ეძახდნენ. ეს სტილი ადრე სხვა ბევრი ადგილისთვისაც გამოიყენებოდა (მაგ. ჩინეთის მხარე და სხვ.), მაგრამ ამჟამად მხოლოდ „კოულუნის მხარის“ აღმნიშვნელად გამოიყენება და ნავსადგურის ორ მხარეს გულისხმობს[3]. აღნიშნული ფორმა ადრეულ პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული ბრიტანეთში[4].

გარეუბნები/დასახლებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კუნძული ჰონგ-კონგი მოიცავს ჰონგ-კონგის შემდეგ გარეუბნებს/დასახლებებს:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Census and Statistics Department (2009). „Hong Kong Monthly Digest of Statistics“. Hong Kong. p. 4. http://www.statistics.gov.hk/publication/feature_article/B70906FC2009XXXXB0100.pdf. წაკითხვის თარიღი: 2009-08-31.
  2. [[#CITEREF|]]
  3. Booth, Martin. Gweilo: A memoir of a Hong Kong childhood, Bantam Books, 2005. ISBN 0-553-81672-1, pp108, 173
  4. The Professor and the Madman, Simon Winchester, Harper, ISBN 978-0-06-083978-9, p8,