კოსოვოს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია
| კოსოვოს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია | |
|---|---|
|
| |
| აბრევიატურა | ASHAK |
| შეიქმნა | 20 დეკემბერი, 1975 |
| ტიპი | სამეცნიერო დაწესებულება |
| შტაბ-ბინა | პრიშტინა |
| მდებარეობა |
|
| წევრები | 24 ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და 11 წევრ-კორესპონდენტი |
| ენა | ალბანური |
| მდივანი | იუზუფ კრასნიქი |
| პრეზიდენტი | ჰაზიმ ისლამი |
| ვიცე-პრეზიდენტი | პაიაზიტ ნუში |
| ქვეყანა | კოსოვო |
| კავშირები | International Union of Academies[1] , All European Academies[2] და InterAcademy Partnership[3] |
| კოსოვოს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია | |
კოსოვოს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია (ალბ. Akademia e Shkencave e Arteve e Kosovës, ლათ. Academia Scientiarum et Artium Kosoviensis) — კოსოვოს ეროვნული აკადემია.
ისტორია და სტრუქტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოსოვოს მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემია კოსოვოს პარლამენტის გადაწყვეტილებით დაარსდა 1975 წლის 20 დეკემბერს.[4] პირველი პრეზიდენტი იყო ესად მეკული, რომელიც ყოფილ იუგოსლავიაში ალბანური პოეზიის მამად მიიჩნევა.[5] აკადემია შედგება 4 განყოფილებისგან: ლინგვისტიკა და ლიტერატურა, სოციალური მეცნიერებები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ხელოვნება.[6]
წევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]აკადემიას 24 ნამდვილი (აკადემიკოსი) და 11 წევრ-კორესპონდენტი ჰყავს. აკადემიის პრეზიდენტია ჰივზი ისლამი, ხოლო ვიცე-პრეზიდენტი პაიაზიტ ნუში. აკადემიის გენერალური მდივანია იუზუფ კრასნიქი. განყოფილებების ხელმძღვანელებია: ექრემ ბაშა, იუსუფ ბაირაკტარი, ფეიზულა კრასნიქი და ლუან მულიქი.[7]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ https://web.archive.org/web/20240125131018/http://www.unionacademique.org/en/members
- ↑ https://allea.org/members
- ↑ https://web.archive.org/web/20221208195542/https://www.interacademies.org/network/member-academies
- ↑ Kosova Academy of Sciences and Arts Albanian. Kosova Academy of Sciences and Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 May 2010. ციტირების თარიღი: 4 May 2010.
- ↑ Elsie, Robert (2004). Historical dictionary of Kosova. Scarecrow Press, გვ. 118. ISBN 978-0-8108-5309-6. ციტირების თარიღი: 28 April 2011.
- ↑ Global Network of Science Academies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-17. ციტირების თარიღი: 4 May 2010.
- ↑ Presidency of the Kosova Academy of Sciences and Arts Albanian. Kosova Academy of Sciences and Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 4 April 2010. ციტირების თარიღი: 4 May 2010.