კორტნი კარდაშიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
კორტნი კარდაშიანი
Kourtney Kardashian 2 2009.jpg
კორტნი კარდაშიანი 2009 წელს
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1979 (1979-04-18) (41 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი

კორტნი კარდაშიანი (დ. 18 აპრილი, 1979) — ამერიკელი სატელევიზიო სახე და მოდელი. 2007 წელს მან და მისმა ოჯახმა დაიწყო რეალით შოუში Keeping Up with the Kardashians-ში მონაწილეობის მიღება. მისმა წარმატებამ Keeping Up with Kardashians-ში გამოიწვია მისი გამოჩენა სეარიალებში Kourtney and Khloé Take Miami (2009–2013) [1] და Kourtney and Kim Take New York (2011–2012)[2].

დებთან კიმ და ქლოი კარდაშიანებთან ერთად მონაწილეობს პარფიუმერის,ტანსაცმლის და მოდის ბიზნესში. მათ შექმნეს რამდენიმე ტანსაცმლის კოლექცია და სუნამოები და დამატებით გამოუშვეს წიგნი Kardashian Konfidential 2010 წელს. კორტნიმ 2019 წლის დასაწყისში გამოაქვეყნა საკუთარი ვებ-გვერდი სახელწოდებით 'Poosh'.

კორტნი და მისი დედმამიშვილები სარგებლობენ პოპულარობით სოციალურ მედიაში. 2016 წლის მდგომარეობით CBC Marketplace- ის მიხედვით ერთ პოსტზე Instagram- ზე, Facebook- ზე და Twitter- ზე კორტნი 75,000-დან 300,000 აშშ დოლარამდე გამოიმუშავებს.[3][4][5]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორტნი მერი კარდაშიანი დაიბადა ლოს – ანჯელესში, კალიფორნიაში, 1979 წლის 18 აპრილი[6], დედის კრის ნეტ ჰოტონის და ადვოკატი რობერტ კარდაშიანის ოჯახში. მას ორი და ჰყავს, ქლოი და კიმი და უმცროსი ძმა, რობი[7]. კორტნის დედას ჰოლანდიური, ინგლისური, ირლანდიელი და შოტლანდიელი წინაპრები ჰყავდა. ხოლო მამა იყო მესამე თაობის სომეხი ამერიკელი.1991 წელს კორტნის მშობლები განქორწინდნენ[8].განქორწინების შემდეგ მამამ ცოლად მოიყვანა ოლიმპიური ჩემპიონი ქეითლინ ჯენერი. მამის ამ ქორწინებიდან კორტნის ჰყავს ნახევარდები კენდალ და კაილი ჯენერები. 1994 წელს ქლოის მამამ ყურადღება მიიპყრო ო.ჯ სიმპსონის მკვლელობის საქმეში მონაწილეობით,ცნობილია რომ ო.ჯ სიმპსონი მოკლეს კოლუმბიური ჰალსტუხის მეთოდით.[9]

კორტნიმ დაამთავრა მერიმუნტის საშუალო სკოლა,ლოს ანჯელესში. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი გადავიდა დალასში, ტეხასის შტატში, რომ ესწავლა თეატრალურზე არიზონას უნივერსიტეტში.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კორტნი კარდაშიანი 2006 წელს დაქორწინდა Scott Disick-ზე,წყვილის ურთიერთობა 9 წელი გაგრძელდა და 2015 წელს განქორწინებით დამთავრდა[10]. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ საერთო მეგობრის წვეულებაზე მექსიკაში[11]. კარდაშიანს და დისკის სამი შვილი ჰყავს: ვაჟი მეისონი დასი (დაიბადა 2009 წლის 14 დეკემბერს), ქალიშვილი პენელოპა (დაიბადა 2012 წლის 8 ივლისს), და ვაჟი რინგ ასტონი (დაიბადა 2014 წლის 14 დეკემბერს). სერიალ Keeping Up With Kardashians-ში ნაჩვენებია კორტნის სამივე შვილზე ორსულობა და მათი დაბადება.,[12][13]

2010 წლის დასაწყისში, წყვილი დროებით გადავიდა მაიამიში შვილთან და დასთან, კიმთან ერთად. ამ დროის განმავლობაში, კორტნი თვლიდა, რომ დისკს ალკოჰოლის პრობლემა ჰქონდა,დისკის ალკოჰოლის პრობლემის გამო წყვილი დროებით დაშორდა. თერაპიაში რეგულარულად დასწრებისა და ალკოჰოლის დროებით დათმობის შემდეგ, დისკი და კორტნი შერიგდნენ და მათ ურთიერთობა განაგრძეს 2010 წლის შუა პერიოდში[14][15].საბოლოოდ წყვილი 2015 წელს გაშორდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Breaking News - E!'s "Kourtney & Kim Take Miami" Follows the Sisters to the Tropical Climate of Miami When the Series Premieres January 2013 - TheFutonCritic.com.
  2. Look Out, New York: Here Comes E!'s New Kardashian Show (October 4, 2010).
  3. How celebrities like Kim Kardashian are selling you ads and products“, CBC News, 11 November 2016. ციტირების თარიღი: 14 November 2017. 
  4. Is Gwyneth Paltrow wrong about everything?“, The Telegraph, 9 May 2015. ციტირების თარიღი: 14 November 2017. 
  5. Caulfield, Timothy (13 January 2015) Is Gwyneth Paltrow Wrong About Everything?: When Celebrity Culture and Science Clash Hardcover. Toronto: Viking. ISBN 067006758X. 
  6. Kourtney Mary Kardashian, Born 4/18/1979 in California. California Birth Index. ციტირების თარიღი: August 17, 2013.
  7. Nick Sagimbeni. (January 10, 2013) Kourtney, Kim, Khloe, Robert, Kylie and Kendall Kardashian. ციტირების თარიღი: August 17, 2013.
  8. Jenner-Kardashian“, April 23, 1991, გვ. A2. ციტირების თარიღი: June 11, 2015. 
  9. Jeff Mayish. (May 1, 2013) Ex-nanny to the Kardashians reveals Kris Jenner's temper and an O.J. Simpson trial kidnap scare. ციტირების თარიღი: August 17, 2013.
  10. Macatee, Rebecca. “Kourtney Kardashian Breaks Up With Scott Disick: She "Has to Do What's Best for the Kids"“, E! Online, 6 July 2015. ციტირების თარიღი: 13 July 2015. 
  11. Blumm, K.C.. (March 27, 2015) Kourtney Kardashian Posts Flashback Photo of the Night She Met Scott Disick. People. ციტირების თარიღი: June 12, 2015.
  12. Kourtney Kardashian & Scott a Disick Have a Baby Girl. People (July 9, 2012). ციტირების თარიღი: June 4, 2014.
  13. Kardashian sisters talk fashion and their Scottish links. Daily Record (November 9, 2012). ციტირების თარიღი: January 26, 2017.
  14. Hefa, Kiran. (February 22, 2010) Keeping Up with the Kardashians: Baby Mason Arrives!. People. ციტირების თარიღი: June 12, 2015.
  15. Piazza, Jo. “Reality TV star Kourtney Kardashian welcomes a baby boy“, CNN, December 14, 2009. ციტირების თარიღი: June 11, 2015.