ქლოი კარდაშიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქლოი კარდაშიანი

ქლოი კარდაშიანი 2016 წელს
დაბადების თარიღი 27 ივნისი, 1984 (1984-06-27) (39 წლის)
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი

ქლოი კარდაშიანი (დ. 27 ივნისი, 1984) — ამერიკელი სატელევიზიო სახე და მოდელი. 2007 წლიდან ოჯახთან ერთად თამაშობს რეალით სატელევიზიო შოუში Keeping Up with Kardashians. ქლოის წარმატებამ Keeping Up with Kardashians-ში გამოიწვია მისი გამოჩენა სეარიალებში Kourtney and Khloé Take Miami (2009–2013) და Khloé Take The Hamptons (2014–2015).

2009 წლის სექტემბრიდან 2016 წლის ოქტომბრამდე ქლოი დაქორწინებული იყო კალათბურთელ ლამარ ოდომზე, წყვილი დაქორწინდა 2009 წელს ურთიერთობის ერთი თვის თავზე. მათ მონაწილეობა მიიღეს საკუთარ სერიალში Khloé & Lamar (2011–2012). 2009 წელს კარდაშიანმა მონაწილეობა მიიღო სერიალ The Celebrity Apprentice-ის მეორე სეზონში.

ქლოი თავის დებთან, კორტნისთან და კიმთან ერთად ჩართულია კოსმეტიკურ და მოდის ბიზნესში. მათ შექმნეს ტანსაცმლის რამდენიმე კოლექცია და სუნამოები და 2010 წელს გამოუშვეს წიგნი Kardashian Konfidential. მათ ითამაშეს საკუთარი მოკლემეტრაჟიან რეალით სერიალში, Dash Dolls (2015).

2016 წელს მიჰყავდა საკუთარი გადაცემა Kocktails with Khloé, რომელიც არის ჯანრთელობის და ფიტნესის შესახებ.[1]

ადრეული ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქლოე ალექსანდრა კარდაშიანი დაიბადა ლოს–ანჯელესში, კალიფორნიაში, 1984 წლის 27 ივნისს[2], დედის კრის ნეტ ჰოტონის და ადვოკატ რობერტ კარდაშიანის ოჯახში. მას ორი უფროსი და ჰყავს, კორტნი და კიმი და უმცროსი ძმა, რობი[3]. ქლოის დედას ჰოლანდიელი, ინგლისელი, ირლანდიელი და შოტლანდიელი წინაპრები ჰყავდა[4], ხოლო მამა იყო მესამე თაობის ამერიკელი სომეხი[5]. 1991 წელს ქლოის მშობლები განქორწინდნენ[6]. განქორწინების შემდეგ მამამ ცოლად მოიყვანა ოლიმპიური ჩემპიონი კეიტლინ ჯენერი. მამის ამ ქორწინებიდან ქლოის ჰყავს ნახევარდები კენდალ და კაილი ჯენერები[7].

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის ბოლოს ქლოი, დედამისი კრისი, მამინაცვალი ბრიუსი და და-ძმები კორტნი, კიმი და რობი, ასევე ნახევარდები კენდალი და კაილი გამოჩნდნენ სერიალში Keeping Up with the Kardashians[8]. ქლოის სერიალმა დიდი წარმატება და ფულადი სახსრები მოუტანა. 2016 წლის მონაცემებით საშუალოდ ქლოის Instagram, Facebook და Twitter-ის ერთ სარეკლამო პოსტზე 75 000 ამერიკულ დოლარს უხდიან.

2009 წლის ივნისში, ქლოი და მისი დები გაერთიანდნენ ბუნებრივი პროდუქტების ასოციაციასთან, რათა შეექმნათ კბილების გასათეთრებელი პასტა, სახელწოდებით Idol White[9]. ამავე წელს ქლოი გამოჩნდა PETA- ს ერთ-ერთ სარეკლამო ვიდეო რგოლში "I Will Rather Go Naked" [10]. 2010 წლის მარტში სამმა დამ გამოუშვა საიუველირო ხაზი რომელიც წარმატებით იყიდება დღემდე[11]. 2010 წლის გაზაფხულის სეზონისთვის დებმა გამოუშვეს ტანსაცმლის ხაზი კომპანია Bebe-სთვის[12]. 2010 წლის სექტემბერში, ქლოიმ და მისმა დებმა გამოუშვეს კიდევ ერთი ტანსაცმლის ხაზი, K-Dash QVC. ამავე 2010 წელს დებმა გამოუშვეს ავტორუჯი Kardashian Glamour Tan, პროდუქციამ დიდი პოპულარულობა მოიპოვა.[13]

2009 და 2013 წლებში ქლოი მონაწილეობდა სერიალში Kourtney and Khloé Take Miami-ში, 2014 და 2015 წლებში მონაწილეობდა სერიალ Khloé Take The Hamptons-ში. 2012 წელს ქლოი გამოჩნდა ამერიკული X-factor-ის ჟიურიში[14].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „How celebrities like Kim Kardashian are selling you ads and products“. CBC News. November 11, 2016. ციტირების თარიღი: November 14, 2017.
  2. Khloe Alexandra Kardashian, Born 06/27/1984 in California. California Birth Index. ციტირების თარიღი: December 14, 2013.
  3. Nick Sagimbeni. (January 9, 2013) Kourtney, Kim, Khloe, Robert, Kylie and Kendall Kardashian. Tribune Company. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 21, 2013. ციტირების თარიღი: August 17, 2013.
  4. Kim Kardashian. (June 11, 2008) Monuments And Momentous Times In Monte Carlo. KimKardashian.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 18, 2015. ციტირების თარიღი: May 13, 2015.
  5. Barford, Vanessa. (January 8, 2013) Kim Kardashian: How do Armenians feel about her fame?. BBC. ციტირების თარიღი: July 2, 2014.
  6. Buzz Bissinger. (June 1, 2015) Introducing Caitlyn Jenner. Vanity Fair. ციტირების თარიღი: June 1, 2015.
  7. Jeff Mayish. (May 1, 2013) Ex-nanny to the Kardashians reveals Kris Jenner's temper and an O.J. Simpson trial kidnap scare. Mortimer Zuckerman. ციტირების თარიღი: August 17, 2013.
  8. Kimberly Nordyke. (November 13, 2007) 'Kardashians' earns its keep. The Hollywood Reporter. Prometheus Global Media. ციტირების თარიღი: August 17, 2013.
  9. Kardashian, Kim, Kardashian, Kourtney and Kardashian, Khloe. "Kardashian Konfidential", St. Martin's Press (November 23, 2010). ISBN 0-312-62807-2
  10. McKay, Hollie (December 11, 2008). „Khloe Kardashian Shows Some Booty in PETA 'Get Naked' Campaign“. FoxNews.com. ციტირების თარიღი: December 5, 2009.
  11. "Khloe and Lamar Make Scents of their 'Unbreakable' Bond with a New Fragrance" დაარქივებული February 8, 2011, საიტზე Wayback Machine. April 4, 2011, People Magazine, retrieved June 6, 2011
  12. Moore, Booth; Critic, Fashion (May 2, 2010). „Celebrities and Jewelry: Learning Their Lines“. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: August 30, 2010.
  13. Quenqua, Douglas (June 2, 2010). 'Jersey Shore,' Without the Sun“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 30, 2010.
  14. Showbiz, Bang (January 25, 2012). „Khloe Kardashian to host radio show“. The Star. Toronto. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 29, 2012. ციტირების თარიღი: მარტი 1, 2020.