კორინთლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კორინთლებიქართლის წარჩინებულ ფეოდალთა საგვარეულო IX-X საუკუნეებში. გვარი მომდინარეობს ქსნის ხეობაში მდებარე ადგილის — კორინთის სახელიდან. კორინთლები ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოში ძლიერი ცენტრალური ხელისუფლების დამყარებას. მაგ., X საუკუნის I ნახევარში დაჩი კორინთელმა ქართლისა და კახეთის სხვა ფეოდალებთან ერთად აფხაზთა მეფის გიორგი II-ის მიერ დაპყრობილი კახეთის ციხეები კვლავ ხელში ჩააგდებინა კვირიკე კახთა ქორეპისკოპოსს და ამით ხელი შეუშალა აფხაზთა მეფეს საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში. გვიანდელი შუა საუკუნეებში კორინთლები დაემცრნენ და უკვე აზნაურთა წოდებას მიეკუთვნებოდნენ. კორინთლების საფეოდალოს (მდინარე ქსანსა და მეჯუდას შორის) ეწოდებოდა საკორინთლო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 5, გვ. 674, თბ., 1980