კონტრრეფორმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კონტრრეფორმები - რუსეთის იმპერიაში XIX საუკუნის 80-90-იან წლებში მიმდინარე რეაქციური გარდაქმენი. კონტრეფორმები გაატარა ალექსანდრე III-მ წინამორბედის, ალექსანდრე II-ის მიერ 60-70-იან წლებში გატარებული რეფორმების საპირისპიროდ. კონტრრეფორმებს ატარებდა დ. ტოლსტოის სამინისტრო. კონტრრეფორმების შედეგად გაძლიერდა ცენზურა, სკოლებში აღდგა წოდებრივი პრინციპები, გაუქმდა საუნივერსიტეტო ავტონომია, დაარსდა სათავადაზნაურო–-სამიწათმოქმედო ბანკი, შეიზღუდა ერობათა საქმიანობა და გაძლიერდა ცენტრალიზაცია. კონტრრეფორმები შეეხო სასამართლოსაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]