კონსტანტინე მაკოვსკი
კონსტანტინე მაკოვსკი | |
---|---|
დაიბადა | 2 ივლისი, 1839 |
დაბადების ადგილი | მოსკოვი, რუსეთის იმპერია |
გარდაიცვალა | 30 სექტემბერი, 1915 (76 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პეტროგრადი |
ეროვნება | რუსი |
სფერო | ფერწერა |
ჟანრი | პორტრეტი[1] |
კონსტანტინე მაკოვსკი (რუს. Константи́н Его́рович Мако́вский; დ. [20 ივნისი] (2 მაისი), 1839, მოსკოვი, რუსეთის იმპერია — გ. 17 (30) სექტემბერი, 1915, პეტროგრადი) — რუსი მხატვარი, პერედვიჟნიკების ამხანაგობის წევრი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1839 წლის 20 ივნისს (2 ივლისს) მოსკოვში, ცნობილი რუსი ხელოვნების მოღვაწის იგორ ივანეს ძე მაკოვსკის ოჯახში. ის იყო მხატვრების — ალექსანდრა, ნიკოლოზ და ვლადიმირ მაკოვსკების ძმა. მათი უმცროსი და, მარია მაკოვსკაია მსახიობი იყო.
1851 წელს შევიდა მოსკოვის ხელოვნების სასწავლებელში, სადაც პირველი სტუდენტი გახდა და ყველა შესაძლო ჯილდო მოიპოვა.
1858 წელს სწავლა დაიწყო სანქტ-პეტერბურგის საიმპერატორო სამხატვრო აკადემიაში. 1860 წლიდან მონაწილეობდა აკადემიის გამოფენებში.
მოგვიანებით კონსტანტინე მაკოვსკი შეუერთდა პერედვიჟნიკების შემოქმედებით გაერთიანებას და მონაწილეობდა მათ გამოფენებში.
კონსტანტინე მაკოვსკის სტილში შესამჩნევი ცვლილებები შევიდა 1870--იან წლებში ეგვიპტესა და სერბიაში მოგზაურობის შემდეგ. მისი სოციალური და ფსიქოლოგიური პრობლემების ინტერესები შეიცვალა ფერისა და ფორმის მხატვრული პრობლემებით.
1880-იან წლებში მაკოვსკიმ პოპულარობა მოიპოვა როგორც პორტრეტებისა და ისტორიული სურათების მოდურმა ავტორმა და იმ დროისათვის ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი რუსი მხატვარი გახდა. 1889 წლის მსოფლიო გამოფენაზე პარიზში მან დიდი ოქროს მედალი დაიმსახურა თავისი სურათებისთვის.
1915 წელს, იმ პერიოდის ბევრ სხვა მხატვართან ერთად, მონაწილეობდა „მხატვრული რუსეთის აღორძინების საზოგადოების“ ჩამოყალიბებაში. იმავე წლის სექტემბერში უბედური შემთხვევის მსხვერპლი (მის ეკიპაჟს ტრამვაი დაეჯახა) გახდა და 17 (30) სექტემბერს პეტროგრადში გარდაიცვალა. დაკრძალულია ალექსანდრე ნეველის ლავრის ნიკოლსკის სასაფლაოზე
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
-
იმპერატრიცა მარიას პორტრეტი
-
გრაფინია სოფია სტროგანოვას პორტრეტი
-
დიმიტრი თვითმარქვიას აგენტები კლავენ ფიოდორ გოდუნოვს. 1862
-
ივანე მრისხანეს სიკვდილი
-
საქორწილო წვეულება. 1883
-
მკითხაობა
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კონსტანტინე მაკოვსკი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Artnet — 1998.