კონსტანტინე გედროიცი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კონსტანტინე გედროიცი
Gedrojts.jpg
დაბ. თარიღი 25 მარტი (6 აპრილი), 1872
დაბ. ადგილი ბენდერი
გარდ. თარიღი 5 ოქტომბერი, 1932(1932-10-05)[1] (60 წლის)
გარდ. ადგილი მოსკოვი, საბჭოთა რუსეთი[1]
დასაფლავებულია ვედენსკოეს სასაფლაო
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Russia.svg რუსეთის რესპუბლიკა
საბჭოთა რუსეთი
Flag of the Soviet Union (1923-1955).svg სსრკ
საქმიანობა ნიადაგთმცოდნეობა და აგროქიმია
მუშაობის ადგილი სატყეო ინსტიტუტი
ალმა-მატერი სატყეო ინსტიტუტი

კონსტანტინე კაეტანის ძე გედროიცი (რუს. Константин, Каетанович Гедройц; დ. 6 აპრილი [ ძვ. სტ. 25 მარტი] 1872, ბენდერი, მოლდოვა — გ. 5 ოქტომბერი 1932, მოსკოვი) — საბჭოთა ნიადაგთმცოდნე და აგროქიმიკოსი. სსრკ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1929).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1898 წელს დაამთავრა პეტერბურგის სატყეო ინსტიტუტი, 1903 წელს — პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილება. 1918–1928 წლებში იყო ნიადაგის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1928–1930 წლებში ამავე ინსტიტუტის დირექტორი; 1918–1930 წლებში პეტროგრადის სატყეო ინსტიტუტის პროფესორი; 1927 წელს აირჩიეს ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო ასოციაციის პრეზიდენტად.

საყურადღებო გამოკვლევები აქვს ნიადაგის კოლოიდურ ქიმიაში. გედროიცმა ნიადაგში გამოჰყო „შთანმთქავი“ ანუ კოლოიდური კომპლექსი, რომელიც შედგება მაღალდისპერსიული მინერალური, ორგანულ-მინერალური და ორგანული ნაწილაკებისაგან; ახლებურად გააშუქა ნიადაგის გენეზისის საკითხები, აგრეთვე ნიადაგის ბევრი მნიშვნელოვანი თვისება, შეიმუშავა ნიადაგების კლასიფიკაციის ახალი პრინციპები, გამოიკვლია მათი ბიცობებისა და სოლოდების წარმოშობა და შექმნა ამ ნიადაგების მელიორაციის თეორია. ვ.ი. ლენინის სახელობის პრემია (1927).

თხზულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Избр. соч., т. 1-3, М., 1955: Химический анализ почв, 5 изд., М., 1955: Учение о поглотительной способности почв, 5 изд., М. - Л.. 1935.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 3, თბ., 1978. — გვ. 34.
  • К. К. Гедройц, М., 1956 (Материалы к биобиблиографии ученых СССР. Сер. почвоведения, в. 5).

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Гедройц Константин Каэтанович / под ред. А. М. Прохоров — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.