კონსტანტინე ალიხანოვი
კონსტანტინე მიხეილის ძე ალიხანოვი (დ. 1848, თბილისი, — გ. 1931) — თბილისში მოღვაწე მუსიკოსი, პიანისტი, პედაგოგი.
დაამთავრა თბილისის პირველი გიმნაზია (1868). ფორტეპიანოზე დაკვრას სწავლობდა თბილისში, ე. ეფშტეინთან. 1875 წელს ჩაირიცხა პეტერბურგის კონსერვატორიაში (თ. ლეშეტიცკის საფორტეპიანო კლასი). 1872–1874 წლებში მონაწილეობდა „კავკასიის სამუსიკო საზოგადოების“ კონცერტებში. 1874 წელს ხარლამპი სავანელთან და ალოიზ მიზანდართან ერთად დააარსა თბილისის სამუსიკო (საგუნდო) კლასები, რითაც საფუძველი ჩაეყარა პროფესიულ სამუსიკო განათლებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. 1876 წლიდან კლასების ბაზაზე შეიქმნა სამუსიკო სკოლა, 1886 წელს — სამუსიკო სასწავლებელი, რომელიც 1917 წელს თბილისის კონსერვატორიად გარდაიქმნა. 1883 წლიდან ალიხანოვი რუსული სამუსიკო საზოგადოების თბილისის განყოფილების დირექტორი იყო.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 111.