კონოკოჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კონოკოჩა
Laguna Conococha
კოორდინატები: 10°07′40″ ს. გ. 77°17′02″ დ. გ. / 10.12778° ს. გ. 77.28389° დ. გ. / -10.12778; -77.28389
მდებარეობა პერუს დროშა პერუ
სიმაღლე ზღვის დონიდან 4 020 
ფართობი 1,976 კმ²
კონოკოჩა — პერუ
კონოკოჩა
კონკოჩის ტბა

კონოკოჩა (კეჩ. quñuq)[1][2]ტბა ჩრდილო-დასავლეთ პერუში, ანდების მთებში. მდებარეობს ანკაშის რეგიონში, კალეხონ-დე-ჰუიალასის ხეობიდან ქალაქ ჩიკიანისკენ მიმავალი გზის სიახლოვეს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონოკოჩა ზღვის დონიდან 4 020 მეტრზე მდებარეობს,[2] ფართობი 1,976 კმ²-ს შეადგენს. ტბის სიახლოვეს, სათავეს იღებს მდინარე სანტა, რომელიც შემდეგ ჩრდილო-დასავლეთის მიმართულებით მიდის.

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, რეგიონის კლიმატი ტუნდრის ტიპისაა, 4,7°C საშუალო წლიური ტემპერატურითა და 543 მმ ნალექით.[3]

ტბის დასავლეთ ნაპირზე მდებარეობს სოფელი კონკოჩა, სადაც ერთმანეთს კვეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი გზატკეცილი.

ტბაში გავრცელებულ წყლის მცენარეებს შორისაა ლელქაში, წყლის წიწმატი, Elodea potamogeton-ი და ფრთაფოთოლა. ნაპირებთან კი იზრდება ისლი და ბრძამი.[4]

1996 წელს ტბაში აღმოაჩინეს ბაყაყის სახეობა Telmatobius-ი, რომელიც მდინარე სანტას აუზის ენდემია.[5]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Peru 1:100 000, Chiquián (21-i). IGN (Instituto Geográfico Nacional - Perú). 
  2. 2.0 2.1 (2005) Alpenvereinskarte 0/3b. Cordillera Blanca Süd (Peru). 1:100 000. Oesterreichischer Alpenverein. ISBN 3-937530-05-3. 
  3. Climate: Conococha - Climate graph, Temperature graph, Climate table - Climate-Data.org. ციტირების თარიღი: 2016-07-16
  4. Diaz, Ana; Sotomayor, Lenin (2013). Evaluación de la Eutrofización de la Laguna Conococha - Ancash (Thesis) (Spanish). Universidad Nacional Santiago Antunez de Mayolo. 
  5. Salas, Antonio; Sinsch, Ulrich (1996). „Two new Telmatobius species (Leptodactylidae, Telmatobiinae) of Ancash, Peru“. Alytes. 14 (1): 1–26.