კონგიუსი
იერსახე
კონგიუსი (ლათ. congius; ბერძნულიდან konkhion, konkhē, konkhos-ს კნინობითი) — ძველი რომის ზომათა სისტემაში სითხის საზომი, რომელიც ექვს სექტრიუს უდრიდა, ან ამფორის მერვედს, რაც 3,25 ლიტრს უდრის. ის უდრიდა ძველბერძნულ დიდ ხუსს.
დღემდე შემორჩენილია კონგიუსი სახელით „ვესპასიანეს კონგიუსი“ ან „ფარნეზეს კონგიუსი“, რომელზეც მითითებულია მისი გაკეთების თარიღი — 75 წელი, კაპიტოლიუმის სტანდარტული წესის მიხედვით, და, რომ ის შეიცავდა 10 ფუნტს (3.4 კგ). ეს კონგიუსი ერთ-ერთი საშუალებაა, რომლის მიხედვით შესაძლებელი გახდა რომაული ფუნტის (ლიბრა) წონის დადგენა.