კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Wikitext-ka.svg ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი.
სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია}}

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორია საერთაშორისო ურთიერთობათა პლურალისტური ხედვის პირმშოა. მისი ავტორები და მიმდევრები პრინციპულ საკითხებშციად მიიჩნევენი რეალიზმს უპირისპირდებიან და მას თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური და განსაკუთრებით ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების ანალიზისათვის გამოუსადეგარ, მოძველებულ კონცეფციად მიიჩნევენ.

კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიის თანახმად, თანამედროვე საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები ბევრად უფრო რთული და მრავალფეროვანი პროცესია, ვიდრე ამას პოლიტიკური რეალიზმის კონცეფცია გვიხატავს. შემთხვევითი არ არის, რომ ამ კონცეფციის მანიპესტად წოდებული რ. კიოჰენისა და ჯ. ნაის წიგნი „ძალაუფლება და ურთიერთდამოკიდებულება“ შემდეგი სიტყვებით იწყება: „ჩვენ ურთიერთდამოკიდებულების ეპოქაში ვცხოვრობთ. ეს ბუნდოვანი წინადადება გამოხატავს არასაკმარისად გაცნობიერებულ, მაგრამ ფართოდ გავრცელებულ შეგრძნებას, რომ მსოფლიო პოლიტიკის არსი იცვლება“.