კოლხური თხილი
იერსახე
კოლხური თხილი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Corylus colchica | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
მოწყვლადი IUCN 3.1 Vulnerable : 194287 | |||||||||||||||
|
კოლხური თხილი (ლათ. Corylus colchica) — ბუჩქი არყისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 1 მ აღწევს. ნორჩი ყლორტები მოფენილი აქვს გრძელი აბრეშუმისებრი ბუსუსებით. ნაყოფი პატარაა, კვერცხისებრი, თავწაწვეტილი, თითო-თითო ან რამდენიმე ერთად შეჯგუფებული.
ენდემია, გავრცელებულია დასავლეთ საქართველოს (კოლხეთი), მთის ზედა და სუბალპური სარტყელში (2300 მ-მდე) კირქვებზე. ნაზვავებზე ქმნის რაყას, ყვავილობს აპრილში, ნაყოფი სექტემბერში მწიფდება. მრავლდება თესლითა და ამონაყარით. იტანს სიცივეს, ხარობს ტენიან ნიადაგზე. შეტანილია საერთაშორისო და საქართველოს „წითელ წიგნში“.[1][2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 597.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Georgian Biodiversity Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-25. ციტირების თარიღი: 2016-01-17.
- ↑ Corylus colchica