კოლუმბიური სამზარეულო
კოლუმბიური სამზარეულო კოლუმბიის ექვსი რეგიონის (წყნარი ოკეანის, ამაზონის, ანდების, ორინოკოს, კარიბის ზღვის და კუნძულების) კერძების ერთობლიობაა. კოლუმბიური სამზარეულო განსხვავდება რეგიონულად და განსაკუთრებით მასზე გავლენას ახდენს ადგილობრივი კოლუმბიური, ესპანური, [1] და აფრიკული სამზარეულოები, [1] ზოგიერთ რეგიონში მცირე არაბული გავლენაც აქვს. [2] გარდა ამისა კოლუმბია ერთ- ერთი ყველაზე მრავალიფეროვანი სახელწიფოა სუნელებისა და სანელებლების მხრივ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლუმბიური საკვები ძირძველი და ევროპული ტრადიციების უნიკალური ნაზავია, რომელსაც აქვს ძლიერი აფრო-კარიბული გავლენა. ევროპელების მიერ ქვეყნის დაბყრობამდე თანამედროვე სახელმწიფოს ტერიტორია ორი ჯგუფით იყო დასახლებული, როგორიცაა: ტაირონა, რომელიც კარიბის ზღვის სანაპიროზე ცხოვრობდა და მუისკა, რომელიც სამხრეთით მდებარე მაღალმთიანეთში ცხოვრობდა. არეპები, დაფქული სიმინდისგან დამზადებული საკვები კოლუმბიის სამზარეულოს ერთ- ერთ უძველეს ელემენტს წარმოადგენს. ადგილობრივებს სჯეროდათ, რომ ამ კერძის სახელწოდება მომდინარეობდა ჩიბჩას ენიდან,[3] სადაც ის სიმინდს ნიშნავდა. არეპები თანამედროვე კოლუმბიაშიც ძალიან პოპულარულ კერძს წარმოადგენს.
რეგიონალური სამზარეულოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კოლუმბიის მრავალფეროვან სამზარეულოზე გავლენას ახდენს მისი მრავალფეროვანი ფაუნა და ფლორა, ასევე ეთნიკური ჯგუფების კულტურული ტრადიციები. კოლუმბიური კერძები და ინგრედიენტები საკმაოდ განსხვავდება რეგიონების მიხედვით. ქვეყნის სამზარეულოში ყველაზე მეტად გავრცელებული ელემენტებია: ბურღულეული, როგორიცაა ბრინჯი და სიმინდი; ტუბერები, როგორიცაა კარტოფილი და კასავა; პარკოსნების მრავალი სახეობა; ხორცი, მათ შორის საქონლის ხორცი, ქათმის, ღორისა და თხის; თევზი და ზღვის პროდუქტები. კოლუმბიური სამზარეულო ასევე მოიცავს ტროპიკული ხილის რამდენიმე სახეობასაც. [4] [5]
ყველაზე გავრცელებულ საუზმეებსა და წვნიანებს შორისაა პატაკონები (შემწვარი მწვანე მცენარეები), სანჩოჩო გალინა (ქათმის სუპი ბოსტნეულის ძირებით) და აჯიაკო (კარტოფილის და სიმინდის სუპი).
პურის სახელობები მოიცავს: არეპაებს (სიმინდის ნამცხვრები), აბორრაჰადოს (შემწვარი ტკბილი მცენარეები ყველით), ტორტა დე ჩოკლო, ემპანადებსა და ალმოჰაბანებს.
ქვეყნის ტერიტორიაზე არის კერძები, რომლებიც რეგიონალური კლიმატური განსხვავებების პირობებში სხვადასხვანაირად ჩამოყალიბდნენ. მაგალითად:
- მედელინში ყველაზე გავრცელებულ კერძს ბანეჰა პაესა წარმოადგენს. ის შეიცავს: ლობიოს, ბრინჯს, დაფქულ ხორცს ან კარნეს ასადას, ქორიზოს, შემწვარ კვერცხს, არეპას და ჩიჩარონს. მას როგორც წესი უმატებენ ავიკადოს, პომინდორს და სპეციალურ სოუსებს.
- ბოგოტასა და ანდრეანის რეგიონში აჰაიკო ტრადიციული კერძია. ის ასევე არის სუპის სახეობაც, რომელიც მზადდება ქათმის ხორცის, კარტოფლის და ადგილობრივი მცენარის, გუასკასგან.
- კარიბების სანაპიროზე გავრცელებულია მეტად ცხარე კერძები. ისინი მეტწილად დამზადებულია თევზისა და ოხრახუშისაგან. ქოქოსის ბრინჯი ჩვეულებრივი კერძია კოლუმბიის ზღვისპირა რეგიონებში. კარიბის ზღვის სამზარეულოზე გავლენა აქვს არაბულ კერძებს, მათ შორის აღსანიშნავია ქიბბეჰი.
- იანოსში გავრცელებულია მწვადი, როგორც ,, ტერნერა იანერა". ასევე გავრცელებულია მდინარის თევზი, სახელწოდებით ,,ამარიო".
- ამაზონეთში, სამზარეულოზე გავლენას ახდენს ბრაზილიური და პერუს ტრადიციები.
- ანდების რეგიონში, ნარინიოში, ტრადიციული კერძი შემწვარი ზღვის გოჭია (cuy asado), ინკების სამზარეულოს გავლენის გამო.
- ტოლიმას რეგიონში ტალამეს ტოლიმენსეს დელიკატესად მიიჩნევა. ეს კერძი მზადდება სიმინდის ცომისაგან და შეიცავს ბარდას, სტაფილოს, კარტოფილს, ბრინჯს, ქათმის ხორცს, ღორის ხორცს და სხვადასხვა სანელებლებს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-06. ციტირების თარიღი: 2020-09-08.
- ↑ https://www.eater.com/2018/10/17/17965530/colombian-food-guide-bogota-travel-amasijos-fruit-soup
- ↑ Foss, Richard (2011). "Colombia". In Albala, Ken (ed.). Food cultures of the world encyclopedia. Santa Barbara, California: Greenwood. pp. 75. ISBN 9781785394126. OCLC 915350255.
- ↑ http://www.southamerica.cl/Colombia/Food.htm
- ↑ https://www.going2colombia.com/colombian-food.html