კოლუმბიის მთები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლუმბიის მთები
მწვერვალი სენ-სანფორდი
მწვერვალი სენ-სანფორდი
კოორდინატები: 51°39′24″ ჩ. გ. 117°52′03″ დ. გ. / 51.65667° ჩ. გ. 117.86750° დ. გ. / 51.65667; -117.86750
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
აშშ-ის დროშა აშშ
ტერიტორიული ერთეული ბრიტანეთის კოლუმბია, აიდაჰო, მონტანა, ვაშინგტონი
უმაღლესი წერტილი სენ-სანფორდი
სიმაღლე 3519 
ფართობი 135,952 კმ²
სიგრძე 608 კმ
სიგანე 256 კმ
კოლუმბიის მთები — ჩრდილოეთი ამერიკა
კოლუმბიის მთები
სურათები ვიკისაწყობში

კოლუმბიის მთები (ინგლ. Columbia Mountains) — მთის მასივი კანადასა და აშშ-ში, ჩრდილოეთ ამერიკის კორდილიერის აღმოსავლეთ სარტყელში. ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 608 კმ-ზე, ხოლო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 256 კმ-ზე,[1] ფართობი 135,952 კმ². კოლუმბიის მთების 75 % კანადის ფარგლებშია, ხოლო 25 % აშშ-ში.[2]

მის შემადგენლობაშია ოთხი ძირითადი იზოლირებული ქედი: კარიბუ, მონაში, სელკერკი, პერსელი და მათი მრავალრიცხოვანი განშტოებები. აღმოსავლეთით ესაზღვრება კლდოვანი მთების ღარი, სამხრეთით მდინარე კოლუმბიის ხეობა, დასავლეთით შიგა პლატო, ხოლო ჩრდილოეთით მდინარე ფრეიზერის ხეობა. კოლუმბიის მთები კანადის კლდოვანი მთების პარალელურადაა განფენილი, რომელიც ზოგჯერ მის დასავლეთ გაგრძელებად მიიჩნევა.[3]

კოლუმბიის მთები აგებულია უმეტესწილად კრისტალური ქანებით. ღრმადაა დანაწევრებული მდინარეთა გასწვრივი ხეობებით; ბევრია ნაგუბარი ტბა. მაქსიმალური სიმაღლე 3519 მ (მწვერვალი სენ-სანფორდი). მრავალი მწვერვალის სიმაღლე აღემატება 3000 მ-ს. დამახასიათებელია რელიეფის მყინვარული ფორმები, მნიშვნელოვანია თანამედროვე მყინვარებიც. მცენარეულ საფარში ჭარბობს წიწვოვანი ტყე, უფრო მაღლა — ალპური მდელოა, მყინვარები.[2]

კოლუმბიის მთების ფარგლებშია გლეიშერის ეროვნული პარკი, მაუნტ-რეველსტოკის ეროვნული პარკი და სხვა.[4][5]

აღსანიშნავია, რომ ამერიკის გეოგრაფიული კლასიფიკაციით, კოლუმბიის მთები კლდოვანი მთების კომპლექსის ნაწილია, თუმცა აღნიშნული განსაზღვრება არ არის გაზიარებული კანადაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]