შინაარსზე გადასვლა

კოლოქვინტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოლოქვინტი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  გოგრისებრნი
სახეობა:  კოლოქვინტი
ლათინური სახელი
Citrullus colocynthis

კოლოქვინტი, კოლოცინტი (ლათ. Citrullus colocynthis) — მრავალწლოვანი გართხმული ან ხვიარა ბალახოვანი მცენარე გოგრისებრთა ოჯახისა.

იზრდება ჩრდილოეთ აფრიკის, ხმელთაშუაზღვისპირეთის და წინა აზიის უდაბნოებში კულტივირებულია ამ ქვეყნების უმეტეს ნაწილში. თურქმენეთში გვხვდება ერთწლოვან სარეველად (გზადმოყოლილია). ზოგჯერ აშენებენ შუა აზიის და ამიერკავკასიის ბოტანიკურ ბაღებში. ნაყოფი სფეროსებრია და მწარე გემო აქვს. შეიცავს გლიკოზიდ კოლოცინტინს, რომელიც ძლიერი საფაღარათო საშუალებაა.