კოლონკელისძენი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოლონკელისძენი, ფეოდალური საგვარეულო საქართველოში XII საუკუნის II ნახევარში. ამ გვარიდან ცნობილია ორი პიროვნება - ორივე ჰერეთის ერისთავი: ვარდანი (გიორგი III-ის მეფობაში) და საღირი (თამარის მეფობის დასაწყისში). ამის შემდეგ ჰერეთის ერისთავები გრიგოლისძენი იყვნენ. შესაძლებელია კოლონკელისძეთა გვარი სოფ. კოლონკეთის (ვახუშტი მის მიხედვით მდ. მეჯუდის ხეობაში იყო) სახელწოდებიდან მოდიოდეს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მუსხელიშვილი დ., ქსე, ტ. 5, გვ. 589, თბ., 1980