კოლობუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
კოლობუსი
Colobus guereza Mantelaffen.JPG
გვერეცა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ანთრისებრნი
გვარი:  კოლობუსი
ლათინური სახელი
Colobus (Illiger, 1811)

კოლობუსი[1] (ლათ. Colobus) — ცხვირვიწრო მაიმუნების გვარი ანთრისებრთა ოჯახისა. ცნობილია ხუთი სახეობა: ანგოლური (C. angolensis), აღმოსავლური ანუ გვერეცა (C. guereza), სამეფო (C. polykomos), შავი (C. satansa) და თეთრფეხა (C. vellerosus). გავრცელებული არიან ცენტრალურ აფრიკაში. სხეულის სიგრძეა 45–72 სმ, კუდისა 52–100 სმ, მასა 5,4–14,5 კგ. შეფერილობა კონტრასტულია: ბეწვი შავია, საზის კიდეები თეთრი, გვერდებზე გასდევთ გრძელი თეთრი ზოლები. კუდის ბოლოში დიდი თეთრი ფუნჯია. მტევნის დიდი თითი რედუცირებულია (აქედან სახელწოდება: ბერძ. ϰολοβός — დასახიჩრებული, გახეიბრებული). ცხოვრობენ ტროპიკულ ტყეებში, ხეებზე. დღის ცხოველებია. იკვებებიან უპირატესად ფოთლებით, მცირე რაოდენობით ხილითა და ყვავილებით. ჩვეულებრივ ცხოვრობენ მცირე ზომის ჯგუფებად, რომელშიც 1 ზრდასრული მამალი და 2–6 ზრდასრული დედალია. მაკეობა 175 დღე გრძელდება. დედლები სქესობრივ სიმწიფეს 4 წლის ასაკში აღწევენ, მამლები 6 წლის ასაკში. ტყვეობაში ცხოვრობენ 23 წელზე მეტს. აქტიურად ნადგურდებიან ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ლამაზი ბეწვის გამო, რომელიც ქალის ტანსაცმლის მოსართავად გამოიყენება. სამეფო, შავი და თეთრფეხა კოლობუსები განიხილებიან მოწყვლად სახეობებად.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. colobus — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
  2. Аверьянов А. О. Толстотелы // Большая российская энциклопедия. т. 32. — М., 2016. — стр. 249.