კოლამის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დასახლებული პუნქტი
კოლამის რაიონი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 8°48′00″ ჩ. გ. 76°36′00″ ა. გ. / 8.80000° ჩ. გ. 76.60000° ა. გ. / 8.80000; 76.60000
დაარსდა 1835
ფართობი 2491 კმ²
მოსახლეობა 2 635 375 (2011)[1]
სასაათო სარტყელი UTC+05:30
ოფიციალური საიტი http://www.kollam.nic.in/
კოლამის რაიონი — ინდოეთი
კოლამის რაიონი

კოლამის რაიონი (ინგლ. Kollam district; ყოფილი კვილონის რაიონი) ― ინდოეთის შტატ კერალის 14 რაიონიდან ერთ-ერთი. მდებარეობს კერალის სამხრეთ ნაწილში, ლაკადივის ზღვის გასწვრივ. რაიონის ტერიტორიაზე მრავალი წყალსატევი მდებარეობს, მათ შორის: აშტამუდის ტბა და მდინარე კალადა.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლამის ინგლისური ფორმაა კვილონი.[2] კოლონიურ ხანაში სწორედ ამ სახელწოდებას იყენებდნენ პორტუგალიელები, ნიდერლანდელები და ბრიტანელები.

წარსულში კოლამს დესინგანადუდაც მოიხსენიებდნენ, რადგანაც ამავე სახელწოდების მქონე ანტიკური სამეფოს ნაწილი იყო. დესინგანადუ უცხო ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობებით გამოირჩეოდა და კოლამი მნიშვნელოვანი საპორტო ქალაქი იყო.[3]

ზოგიერთ ტექსტში კოლამი მოხსენიებულია როგორც კურაკენი-კოლამი.[4] ადრეული მოგზაურები მას ელანკონადაც მოიხსენიებდნენ.[5] არაბები მას კაულამ-მალის უწოდებდნენ.[6] მარკო პოლოს ჩანაწერებში ქალაქი კულამად[7] და კოილუმადაა[8] მოხსენიებული. 1166 წელს, ებრაელი მოგზაური ბენიამინ ტუდელელი ქალაქს ჩულამად მოიხსენიებს.[9]

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლამი
ჰავის დიაგრამა (განმარტება)
 
 
24
 
 
32
22
 
 
31
 
 
33
23
 
 
78
 
 
33
24
 
 
160
 
 
33
25
 
 
247
 
 
33
25
 
 
459
 
 
30
24
 
 
409
 
 
30
23
 
 
259
 
 
30
23
 
 
211
 
 
31
24
 
 
333
 
 
31
24
 
 
231
 
 
31
23
 
 
65
 
 
32
23
საშუალო მაქს. და მინ. ტემპერატურა°C-ში
ნალექების ჯამი მმ-ებში
წყარო: Govt. of Kerala

კოლამის რაიონში მთელი წლის მანძილზე თითქმის სტაბილური ტემპერატურაა. საშუალო ტემპერატურა 25-დან 32 °C-მდე მერყეობს. ზაფხული ჩვეულებრივ მარტიდან მაისამდე გრძელდება. მუსონები ივნისში იწყება და სექტემბერში მთავრდება. კოლამის საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 2 700 მმ-ის ტოლია.

კოლამის კლიმატზე დიდ გავლენას ახდენს სამხრეთ-დასავლეთი მუსონიც და ჩრდილო-აღმოსავლეთის მუსონიც. ზამთავრი ნოემბრიდან თებერვლამდე გრძელდება. ტემპერატურა 18-დან 25 °C-მდე მერყეობს.[10]

ჰავის მონაცემები — კოლამი (კვილონი)[10]
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
საშუალო მაღალი °C 32 33 33 33 33 30 30 30 31 31 31 32 33
საშუალო დაბალი °C 22 23 24 25 25 24 23 23 24 24 23 23 22
საშუალო ნალექი (მმ) 24.4 30.9 77.7 159.5 246.9 458.8 408.9 258.9 211.2 332.5 230.8 65.4 2 700
წყარო 1: [11]
წყარო 2: [12]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აღწერის მიხედვით, კოლამის რაიონის მოსახლეობა 2 635 375 ადამიანს შეადგენს, რაც თითქმის ქუვეითის[13] ან ნევადის შტატის მოსახლეობის[14] ტოლია. კოლამის რაიონი ინდოეთის 640 რაიონს შორის 155-ე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.[15] რაიონის მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 056 ადამიანია 1 კმ²-ზე.[15] 2001-2011 წლებში მოსახლეობის ზრდის ტემპი 1.72%-ს უდრიდა. კოლამის სქესობრივი თანაფარდობაა: 1 113 ქალი 1 000 კაცზე, რაც ეროვნულ მაჩენებელზე მაღალია. მოსახლეობის 94.9%-მა იცის წერა-კითხვა. კაცებს შორის წერა-კითხვის ცოდნის დონე 96.09%-ია, ხოლო ქალებს შორის ― 92.31%. მოსახლეობის 45.05% ურბანულ ტერიტორიებზე ცხოვრობს.

მოსახლეობიის 99.1% მალაიალამურ ენაზე საუბრობს. ტამილურ ენაზე მოსაუბრე უმცირესობა კოოვაკადსა და მეზობელ ტერიტორიებზე ცხოვრობს.[16]

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რელიგიები კოლამის რაიონში (2011)[17]
რელიგია %
ინდუიზმი
  
64.42%
ისლამი
  
19.30%
ქრისტიანობა
  
16.00%
სხვა ან არ უარი პასუხზე
  
0.28%

კოლამის რაიონის უმრავლესობა (64.42%) ინდუიზმის მიმდევარია. მეორე უდიდეს რელიგიურ ჯგუფს მუსლიმანები (19.3%) შეადგენენ. კოლამი ერთადერთი რაიონია სამხრეტ კლერალაში, სადაც მუსლიმები ქრისტიანებს აღემატებიან. მოსახლეობის 16%-ს ქრისტიანები შეადგენენ, რომელთა შორის არიან: კათოლიკეები (36.7%), მალანკარის მართლმადიდებლური ეკლესიის მიმდევრები (34.24%) და მარ თომას სირიული ეკლესიის მიმდევრები (19.06%).[17]

თევზჭერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლამს დასავლეთიდან ლაკადივის ზღვა ესაზღვრება. რაიონის სანაპირო ხაზის სიგრძე 37.3 კმ-ია, რაც კერალის სანაპირო ხაზის 6.3%-ს შეადგენს. ნეენდაკარა და საკთიკულანგარა მეთევზეთა მნიშვნელოვანი სოფელია. რაიონში 26 სოფელია, რომელთა საარსებო წყარო მთლიანად თევზაობაზეა დამოკიდებული. კერალის მასშტაბით თევზის წარმოების მესამედი და კრევეტების წარმოების 60% კოლამზე მოდის. თევზის წარმოების მასშტაბი დაახლოებით 5 275 ტონას შეადგენს.[18]

ტურიზმი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანანდავალეეშვარამ შრი მაჰადევარის ტაძარი კოლამში

კოლამის რაიონის ტურისტული ღირსშესანიშნაობებია: ჯადაიუს დედამიწის ცენტრის ბუნების პარკი, პალარუვის ჩანჩქეი, თენმალა, აგასთიამალის ბიოსფერული ნაკრძალი, აშტამუდის ტბა, თირუმულავარამი და სხვ. ცნობილი ტურისტული დანიშნულების ადგილია აშრამამის ტურისტული სოფელი, რომელიც აშტამუდის ტბის ნაპირებზე მდებარეობს. კოლამიდან 66 კმ-ით აღმოსავლეთით მდებარე თენმალა ინდოეთის მასშტაბით პირველი ეკოტურისტული პროექტია, რომელსაც თენმალის ეკოტურიზმის ხელშეწყობის საზოგადოება ახორციელებს.[19][20][21] ტურისტული დანიშნულების ადგილებია: ვარკალის პლაჟი (ასევე ცნობილი როგორც პაპანაშამი), რომელიც კოლამიდან 26 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, დურიოდანის ტაძარი კუნათურის ტალუკში და სხვ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დამატებითი საკითხავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 2011 census of India
  2. https://www.keralatourism.org/kerala-article/2012/kollam-quilon/154
  3. https://kollam.nic.in/en/history/
  4. THARISAPPALLI AND ITS INITIAL ROLE IN MOBILIZING THE TRADE OF QUILON.
  5. Kollam en.
  6. Arab Accounts of Malabar History: The Early Episodes.
  7. Kerala District Gazetteers: Quilon.
  8. Marco Polo. The Travels of Marco Polo, გვ. Book 3, Chapter 22. 
  9. https://www.sacred-texts.com/jud/mhl/mhl20.htm#fn_82
  10. 10.0 10.1 Covt of kerala website, kollam page დაარქივებული 26 April 2009 საიტზე Wayback Machine.
  11. Official Web Portal of Government of Kerala. ციტირების თარიღი: 8 March 2010
  12. MSN Weather. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 თებერვალი 2009. ციტირების თარიღი: 8 March 2010
  13. US Directorate of Intelligence. Country Comparison:Population. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი 2011. ციტატა: „Kuwait 2,595,62“ ციტირების თარიღი: 1 October 2011
  14. 2010 Resident Population Data. U. S. Census Bureau. ციტატა: „Nevada 2,700,551“ ციტირების თარიღი: 30 September 2011
  15. 15.0 15.1 District Census Hand Book: Kollam. Registrar General and Census Commissioner of India.
  16. Table C-16 Population by Mother Tongue: Kerala. Registrar General and Census Commissioner of India.
  17. 17.0 17.1 Table C-01: Population by religious community: Kerala. Registrar General and Census Commissioner of India (2011).
  18. Kerala matsyafed დაარქივებული 26 April 2009 საიტზე Wayback Machine.
  19. Thenmala Ecotourism website
  20. Thenmala Ecotourism news Hindu Daily
  21. Thenmala Ecotourism news Hindu Daily. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივნისი 2011. ციტირების თარიღი: 22 February 2010