კოდმანის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კოდმანის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კოდმანის თავში, მდინარე ძამის მარჯვენა ტოტის მარცხენა ნაპირზე, სალი კლდის თავზე. თარიღდება XVIII საუკუნით. კოშკი (4,2X3,9 მეტრზე) სადარაჯოა. ნაგებია ნატეხი ქვით. სართულშუა გადახურვა ხის იყო. კოშკს კუთხეები მომრგვალებული აქვს. შემორჩენილია (ნაწილობრივ) ორი სართული. ორივე სართულის კედლებში სათოფურებია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]