კობრეზია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კობრეზია

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Kobresia

კობრეზია (Kobresia) — მცენარეთა გვარი ისლისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი მკვრივკორდოვანი ბალახებია.

ცნობილია 40-მდე სახეობა, რომელიც იზრდება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ და ცივ სარტყელში, უფრო მეტად აზიაში. ზოგი მათგანი კარგი საძოვრის მცენარეა.

საქართველოში კობრეზიის 3 სახეობა იზრდება (Kobresia schienoides, Kobresia capillifolia და Kobresia persica). სამივე გვხვდება კავკასიონის მთავარ ქედზე. სამხრეთ მთიანეთში კი გავრცელებულია მხოლოდ Kobresia persica, Kobresia capillifolia დიდ მასივებს ქმნის, მაგ., თრუსოს ხეობაში (სუბალპურ სარტყელში) ოდესღაც არყნარის ადგილზე განვითარებულია მეტად ორიგინალური მდელო, სადაც კოლბოხებზე სახლდება კობრეზია, ხოლო მ. შ. ჩაზნექილ არეზე კი დრიადი (Dryas caucasica). ხშირია აგრეთვე Kobresia svhoenoides, რომელიც ითვლება ცხვრისა და ცხენის კარგ საკვებად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]