შინაარსზე გადასვლა

კლოდ-ფრანსუა მენესტრიე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლოდ-ფრანსუა მენესტრიე

კლოდ-ფრანსუა მენესტრიე (დ. 9 მარტი, 1631, ლიონი — გ. 21 იანვარი, 1705, პარიზი) — ფრანგი ჰერალდიკოსი, იეზუიტთა ორდენის წევრი

დაიბადა ლიონში. მან შექმნა მრავალრიცხოვანი წიგნები ჰერალდიკაში, ეს მის ასაკში დიდი ავტორიტეტი იყო. ჩამბერის, ვენის, გრენობლის და ლიონის კოლეჯების პროფესორი. 1669-1670 წლებში იმოგზაურა გერმანიასა და იტალიაში, შემდეგ პარიზში და სიკვდილამდე იქ ცხოვრობდა. ის თავისი დროის ყველაზე ცნობილი ჰერალდიკოსია, თუმცა მისი რამდენიმე ნამუშევარი წარუმატებელი აღმოჩნდა.

1622 წლიდან მჭიდრო მიმოწერა ჰქონდა ფილიპ იაკობ სპენერთან, რომელიც იყო გერმანიის სამეცნიერო ჰერალდიკის დამაარსებელი. მენესტრიე ამბობდა, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცოდეთ ჰერალდიკის საწყისი, მათი ცოცხალი წყაროებიდან. მის ნაშრომებზე გავლენა ჰქონდა თავისი დროის ჰერალდიკასაც. მის ნაშრომებს ბალეტის განვითარებაში დიდი გავლენა ჰქონდა. ერთ-ერთი მათგანია „უძველესი და თანამედროვე ბალეტი თეატრის წესების შემდეგ“, სადაც გამოხატულია ემოციების უწყვეტი ჯაჭვი და სრული ამბავია მოთხრობილი. ის ასევე იყო ნუმიზმატი და ანტიკვარების სპეციალისტი. 1689 წელს გამოქვეყნდა მისი წიგნი ლუი XIV-ის შესახებ. მენესტრიესათვის ერთ-ერთმა გამოცემამ დაარღვია საავტორო უფლებები და შეიტანა 5 არაორიგინალი ლუი XIV-ის მედალი, რამაც დააზიანა მისი პოზიცია სამეფო კარზე.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]