დავით კლდიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან კლდიაშვილი, დავით)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დავით კლდიაშვილი
Davit Kldiashvili.jpg
დაბ. თარიღი 29 აგვისტო (10 სექტემბერი) 1862
დაბ. ადგილი ზედა სიმონეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 24 აპრილი 1931(1931-04-24) (68 წელი)
გარდ. ადგილი ზედა სიმონეთი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია მთაწმინდის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
Flag of Georgia (1918-1921).svg საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
Flag of the Soviet Union (1936-1955).svg სსრკ
ალმა-მატერი ვლადიმირის კიევის კადეტთა კორპუსი და ალექსეევსკის სამხედრო სასწავლებელი

დავით სამსონის ძე კლდიაშვილი(დ. 29 აგვისტო/11 სექტემბერი, 1862, ზედა სიმონეთი, ახლანდ. თერჯოლის მუნიციპალიტეტი ― გ. 24 აპრილი, 1931, იქვე, დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში) — ქართველი მწერალი, საქართველოს სახალხო მწერალი (1930).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დავით კლდიაშვილი დაიბადა იმერეთის გაღარიბებული აზნაურის ოჯახში. ბავშვობა სიმონეთსა და დედულეთში, სოფ. ხომულში (ახლანდ. წყალტუბოს მუნიციპალიტეტი), ბაბუამისის, აზნაურ ნიკო ღოღობერიძის ჯერ კიდევ წელმაგარ ოჯახში გაატარა.7 წლის კლდიაშვილი ქუთაისში რუსი ექიმის ოჯახში მიაბარეს რუსული ენის შესასწავლად. 1872 წელს სახელმწიფო ხარჯით გაიგზავნა კიევის სამხედრო გიმნაზიაში, რომლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ (1880) მოსკოვის სამხედრო სასწავლებელი დაასრულა (1882). ამავე წლიდან სამხედრო სამსახურში გააწესეს ბათუმში. 1905—1907 რევოლუციის შემდეგ, როგორც არაკეთილსაიმედო ვიცე-პოლკოვნიკი, აიძულეს გადამდგარიყო სამხედრო სამსახურიდან.

1905 წლიდან ჯერ ქუთაისში, მერე ჭიათურის შავი ქვის მრეწველობის სამმართველოში მუშაობდა. 1915 მობილიზაციით გაიწვიეს ოსმალეთის ფრონტზე. თურქეთში გადასახლებული ჭანების გამოსარჩლებისათვის მას საველე სასამართლო მოელოდა, მაგრამ 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო და კლდიაშვილი მშობლიურ სოფელს დაუბრუნდა, თუმცა უკვე ჯანგატეხილი და დაავადებული.

სოფელ ზედა სიმონეთში არის დავით და სერგო კლდიაშვილების სახლ-მუზეუმი.[1]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აბაშიძე კ., ეტიუდები XIX საუკუნის ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, თბ., 1962;
  • ასათიანი ლ., წერილები ლიტერატურაზე, თბ., 1946;
  • კიკნაძე ვ., დავით კლდიაშვილის თეატრი, თბ., 1973;
  • კლდიაშვილი ს., დავით კლდიაშვილი, თბ., 1945;
  • ტაბიძე ტ., თხზულებანი სამ ტომად, ტ. 2, თბ., 1966;
  • ჭილაია ს., უახლესი ქართული მწერლობა, თბ., 1972;

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]