კლარა ქარაია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კლარა (ინგა) ქარაია (დ. 1 მაისი, 1956, წალენჯიხა, — გ. 25 აგვისტო, 2021) — ქართველი ხელოვნებათმცოდნე, სამუზეუმო საქმის სპეციალისტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი (1978). სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი (1978-1983), სურათების ეროვნული გალერეის საგამოფენო დეპარტამენტის ხელმძღვანელი (1983-2001), საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მუზეუმებისა და კოლექციების დეპარტამენტის უფროსი და მინისტრის მრჩეველი (2001-2014), თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მუზეუმმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი, მუზეუმის საერთაშორისო საბჭოს (ICOM) საქართველოს ეროვნული კომიტეტის პრეზიდენტი და საქართველოს მუზეუმების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. მუშაობდა სახვითი ხელოვნების ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და მუზეუმმცოდნეობის სფეროში. არის 80-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოსა და სხვა გამოცემის ავტორი და რედაქტორი.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კლარა (ინგა) ქარაია დაარქივებული 2021-08-25 საიტზე Wayback Machine. , საქართველოს უნივერსიტეტი.