კიტი ფოილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„კიტი ფოილი“
რეჟისორი სემ ვუდი
პროდიუსერი დევიდ ჰემპსტიდი, ჰარი ედინგტონი
სცენარის ავტორი დალტონ ტრუმბო, დონალდ ოგდენ სტიუარტი
ნაწარმოები კიტი ფოილი
— კრისტოფერ მორლი
როლებში ჯინჯერ როჯერსი
დენის მორგანი
კომპოზიტორი როი ვები
ოპერატორი რობერტ დე გრასი
მონტაჟი ჰენრი ბერმანი
სტუდია RKO Radio Pictures
გამოსვლის თარიღი 27 დეკემბერი, 1940
ხანგრძლივობა 108 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $738 ათასი
შემოსავალი $2 385 000

კიტი ფოილი (ინგლ. Kitty Foyle: The Natural History of a Woman) — რეჟისორ სემ ვუდის 1940 წელს გადაღებული მხატვრული ფილმი, რომელშიც მთავარ როლებს ჯინჯერ როჯერსი და დენის მორგანი ასრულებენ. ჯინჯერ როჯერსმა მიიღო ოსკარი საუკეთესო მსახიობი ქალისთვის.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ფილადელფიაში მცხოვრებ უინ სტრაფორდს, დიდი ბოსი, და კიტი ფოილს, მისი მდივანი, ერთმანეთი უყვართ. კიტი მისგან წინადადებას ელოდება. თუმცა ყველაფერი ასე მარტივი არ არის. მოვლენები დინამიურად ვითარდება. კიტი ნიუ-იორკში ხვდება რომანტიკულ, მაგრამ ხელმოკლე ექიმ მარკ აიზენს. ამასობაში სტრაფორდი მას ხელს სთხოვს. ქორწილი ახლობლებისგან შორს ტარდება. საქმროს ნათესავების მიერ კიტის ათვალწუნების გამო. სიტუაციას ართულებს მდივნისა და მაღალი საზოგადოების საქმოსნის სოციალური უთანასწორობა. ამას შედეგად განქორწინება მოყვება. სტრაფორდი სხვას ითხოვს ცოლად. ექიმი აიზენი მას ცოლობას სთხოვს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]