კირა (ქალაქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ქალაქი
კირა
ინგლ. Kira Town
ქვეყანა უგანდის დროშა უგანდა
რეგიონი ცენტრალური რეგიონი
ოლქი ვაკისოს ოლქი
კოორდინატები 0°23′50″ ჩ. გ. 32°38′20″ ა. გ. / 0.39722° ჩ. გ. 32.63889° ა. გ. / 0.39722; 32.63889
ქალაქის მერი მამერიტო მუგერვა
ფართობი 98,83 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1190
მოსახლეობა 313 761 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 3174,75 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+3
კირა (ქალაქი) — უგანდა
კირა (ქალაქი)

კირა (ინგლ. Kira Town) — ქალაქი უგანდის ცენტრალური რეგიონის ვაკისოს ოლქში. მისი მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მონაცემებით შეადგენს 313 761 ადამიანს[1][2], რითაც იგი მოსახლეობის რაოდენობით ქვეყნის მეორე ქალაქია.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მდებარეობს დაახლოებით 16 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით უგანდის დედაქალაქ კამპალის ცენტრალურ საქმიანი რაიონიდან.[3]

ადმინისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი კირა დაყოფილია 6 ადმინისტრაციულ რაიონად (ინგლ. Ward). რომლებიცაა:[4]

  • Bweyogerere
  • Kimwanyi
  • Kira
  • Kireka
  • Kirinnya
  • Kyaliwajjala

ქალაქის პოლიტიკური მმართველია მერი[5], რომელიც ირჩევა ხუთი წლის ვადით საყოველთაო არჩევნების საშუალებით. უმაღლესი დირექტიული ორგანოა 24 არჩეული დეპუტატისაგან შემდგარი ქალაქის საბჭო.[5]

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქ კირას მოსახლეობა იზრდებოდა უკანასკნელ ათწლეულში ქვეყნის სხვა ქალაქების საშუალო მაჩვენებლებზე შედარებით უფრო ჩქარი ტემპებით. სწრაფი ზრდის ტემპი ნაწილობრივ აიხსნება მისი სიახლოვით დედაქალაქ კამპალასთან.[6] კირა ასევე გარეუბანია (ინგლ. Commuter town) დედაქალაქისათვის.[7][8][9]

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ახალგაზრდების დიდი რაოდენობა დაკავებულია ბოდა-ბოდათი (მოტოციკლეტი და ველოსიპედი) და ავტომობილებით გადაყვანის მომსახურებაზე.[10] კიდევ უფრო მატულობს ქალაქ კირას მაცხოვრებლების რაოდენობა დედაქალაქ კამპალაში საშტატო თანამდებობებზე, ხოლო უკან კირაში საღამოს ბრუნდებიან დასაძინებლად.[8][9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Citypopulation (უგანდის ქალაქების მოსახლეობა 2014 წლის აღწერის მიხედვით)
  2. Geohive (2014 წლის მოსახლეობის აღწერა)
  3. Estimated Travel Distance Between Kampala And Kira With Map. Globefeed.com. წაკითხვის თარიღი: 18 April 2014.
  4. Seguya, Pius. Kira Town Municipality. Wordpress.com. წაკითხვის თარიღი: 18 April 2014.
  5. 5.0 5.1 Mukisa Philemon Kirunda, .. (December 2009) Public Participation In Solid Waste Management: Challenges And Prospects. A Case of Kira Town Council, Uganda (Thesis for Master of Science at the University of Agder, Kristianstad, Norway). University of Agder. წაკითხვის თარიღი: 4 May 2015.
  6. UBOS, .. (27 August 2014) The Population of The Regions of the Republic of Uganda And All Cities And Towns of More Than 15,000 Inhabitants. Citypopulation.de Quoting Uganda Bureau of Statistics (UBOS). წაკითხვის თარიღი: 21 February 2015.
  7. Ogwang, Joel. (15 September 2013) Uganda: Want A House? Build Rentals First. წაკითხვის თარიღი: 2 May 2015.
  8. 8.0 8.1 Omongin, Emmy. (18 December 2013) Know Your Hood - Bulindo, A Suburb Sprouting From Farmland. წაკითხვის თარიღი: 2 May 2015.
  9. 9.0 9.1 Kaketo, Moses. (24 April 2015) Kira Town Council Risks Same Problems Kampala Is Facing. Linkedin.com. წაკითხვის თარიღი: 4 May 2015.
  10. Ssemujju, Ibrahim Nganda. (22 April 2015) How To Stop Boda Bodas From Finishing Our Youths. წაკითხვის თარიღი: 5 June 2015.