კიოტოს ეროვნული მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კიოტოს ეროვნული მუზეუმი
იაპონ. 京都国立博物館
34°59′24″ ჩ. გ. 135°46′23″ ა. გ. / 34.99000° ჩ. გ. 135.77306° ა. გ. / 34.99000; 135.77306
დაარსდა 1897
ქვეყანა იაპონიის დროშა იაპონია
დამაარსებლები კატაიამა ტაკუმა
მდებარეობა Higashiyama-ku
ოფიციალური საიტი https://www.kyohaku.go.jp/
Map

კიოტოს ეროვნული მუზეუმიხელოვნების მუზეუმი იაპონიაში.[1] მდებარეობს კიოტოს ჰიგაშიამას პალატაში, მუზეუმი აქცენტს აკეთებს იაპონიის და აზიის თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმი გაიხსნა 1897 წელს,[2] მან ორჯერ განიცადა სახელის ცვლილება. 1900 წელს ეწოდა კიოტოს საიმპერატორო საოჯახო მუზეუმი, ხოლო 1924 წელს - კიოტოს საიმპერატორო საჩუქრების მუზეუმი.[3] ახლანდელი სახელი კი კიოტოს ეროვნული მუზეუმი, ეწოდა 1952 წელს. მუზეუმი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე იაპონურ და აზიურ ხელოვნებაზე.

მუზეუმი შედგება რამდენიმე შენობისგან, რომელთაგან ყველაზე გამორჩეულია სპეციალური მთავარი საგამოფენო დარბაზი, იგი აგებულია კატაიამა ტუკუმას მიერ 1895 წელს. 1966 წელს კიოტოს მუზეუმის ახალი საგამოფენო დარბაზი გაიხსნა, რომლის არქიტექტორი კიიჩი მორიტა იყო. 2014 წელს ახალი დარბაზის კოლექციები განახლდა. მას შემდეგ, რაც გალერეაში მუდმივი ექსპონატები განთავსდა, მთავარი საგამოფენო დარბაზი გამოიყენება სპეციალური გამოფენებისათვის. მუზეუმი თავდაპირველად აშენდატაძრებისა და სალოცავების კერძო საკუთრებაში არსებული ხელოვნების საგანძურის განთავსებისა და გამოფენისათვის.

მუზეუმის კოლექციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კიოტოს ეროვნული მუზეუმის მთელი კოლექცია რამდენიმე შენობაშია დაცული. მუზეუმში განთავსებულია ჰეიანის პერიოდის არტეფაქტების უდიდესი კოლექცია. მუზეუმი ასევე ცნობილია თავისი იშვიათი და ძველი ჩინური და იაპონური სუტრაების კოლექციებით. მასში წარმოდგენილია ტრადიციული იაპონური და აზიური ხელოვნების ექსპონატები. საერთო კოლექცია შედგება 12 000-ზე მეტი ნივთისგან. მუზეუმს მრავალი ნივთი გადაეცა უძველესი იაპონური ტაძრებისგან და იმპერატორთა სასახლეებისგან. ორიგინალური ანტიკვარიის გარდა მუზეუმი ფლობს ფოტოსურათების კოლექციას, რომელზეც გამოსახულია იაპონური კულტურისა და ხელოვნების სხვადასხვა შედევრები.

მუზეუმი დაყოფილია სამ ნაწილად:

  1. სახვითი ხელოვნება, რომელიც წარმოდგენილია ფერწერული ტილოებით, ქანდაკებებითა და კალიგრაფიით.
  2. მექანიკური მუშაობის ობიექტები, რომლებიც მოიცავს რკინას, ქსოვილის ნაწარმს, კერამიკას.
  3. არქეოლოგია, მათ შორის არქეოლოგიური და ისტორიული ინტერესის ობიექტები.

საერთო ჯამში მუზეუმში განთავსებულია 12 000-ზე მეტი ნამუშევარი, რომელთაგან დაახლოებით 6 000 მუზეუმშია გამოფენილი. მხოლოდ სახვითი ხელოვნების კოლექციებში არის 230-ზე მეტი ნიმუში, რომლებიც აღიარებულია როგორც ეროვნული საგანძური, ან მნიშვნელოვანი კულტურული საკუთრება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Nussbaum, Louis-Frédéric. (2005). "Museums" in Japan Encyclopedia, pp. 671-673.
  2. Mission and History of KNM. Kyoto National Museum. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 ნოემბერი 2017. ციტირების თარიღი: 12 November 2017
  3. IAI National Museum. (2005). Institutional overview, p. 15.დაარქივებული 2009-08-16 საიტზე Wayback Machine.