კინჩაო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

კინჩაო (ესპ. Isla Quinchao) - კუნძული წყნარ ოკეანეში, ჩილეს სანაპიროსთან, კუნძულ ჩილოეს აღმოსავლეთ სანაპიროსთან, ეკუთვნის ჩილეს. კუნძულ ჩილოესგან კინჩაოს გამოყოფს დალკაუეს არხი. მისი ფართობია 135 კვ.კმ. მოსახლეობა შეადგენს 12,000 ადამიანს. კუნძულის მთავარი ქალაქებია აჩაო და კურასო-დე-ველესი.